მთავარი » ფაილები » news |
summer in georgia
2011-07-27, 3:54 PM | |
SeaSide Batumi - კლუბის გრანდიოზული საზაფხულო გეგმები!
![]() თბილისური კლუბური ცხოვრება რამდენიმე კვირაა წარსულში დარჩა - დროებით ქლაბერებმა აჭარაში გადაინაცვლეს, სადაც საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით აურაცხელი ივენთი იგეგმება. ახალ ბულვარს კი SeaSide Batumi შეემატა - კლუბი გაიხსნა 23 ივლისს. რაც შეეხება ლაინ აფს - ის ნებისმიერი გემოვნების მსმენელისათვის არის შექმნილი - დაწყებული 90-იანების შემსრულებლებიდან უახლესი მუსიკალური ტენდენციების გათვალისწინებით. Coolio, Snap, Modjo - აჭარაში სწორედ მათი და კიდევ ბევრი სხვა მუსიკოსის ჩამოყვანა იგეგმება. არტ-გენმა ერთწლიანი პაუზა აიღო ![]() 8-წლიანი ისტორიის განმავლობაში არტ-გენი ქართული ფოლკლორის გასაცნობად საუკეთესო საშუალებად ჩამოყალიბდა. უბრალოდ, ნაციონალური მუსიკის მოყვარულები, თუ უცხოელი სტუმრები ეთნოგრაფიულ მუზეუმს 15-დან 24 ივლისის ჩათვლით სტუმრობდნენ. არტ-გენის დახურვის პატივი კი უკვე მერვედ სუხიშვილებს ხვდათ წილად. ნაციონალურმა ბალეტმა ეთნოგრაფიული მუზეუმის სცენაზე განახლებული პროგრამა წარმოადგინა. არტ-გენი კი გრანდიოზული გეგმებით მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა - ქართული ფოლკის ზეიმმა ერთწლიანი პაუზა აიღო იმ პირობით, რომ გაისად გაზრდილი მასშტაბებით დაგვიბრუნდება. Black Sea Jazz Festival - სნობები, თუ მელომანები? ![]() ეს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ქართველების მელომანიას დააბრალოთ, ანდა, სულაც სნობიზმს. ფაქტია, რომ Black Sea Jazz Festival-ზე მთელმა ქართულმა ელიტამ მოიყარა თავი. ასე ხდება ყოველ წელს - ჯაზ ფესტზე სიარული ერთერთი ყველაზე საპატიო საქმიანობა გახდა საზაფხულოდ აჭარაში გადასახლებული შოუბიზისათვის. წელს Black Sea Jazz Festival-ის შემადგენლობა ნამდვილად ვარსკვლავური იყო. ჯერ მხოლოდ მეისი გრეის პიაცაზე სტუმრობა რად ღირს? Golden Talent-ს მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან! ![]() ”ოქროს ტალანტის” ჩატარების იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მაშინვე ატყდა მითქმა-მოთქმა, ჭორები და სკანდალები კი უფრნ გაძლიერდა, როდესაც საქართველოში შიდა შესარჩევი ტური ჩატარდა. კონკურსი მარკუს მეტრეველმა და რამდენიმე ქართველმა მომღერალმა პრეტენზიებით დატოვა. თუმცა, ხმაური თურმე ჯერ კიდევ წინაა - Golden Talent-ის ვარსკვლავური ჟიურის შემადგებლობაზე როცა მოისმენთ, საკუთარ ყურებს არ დაუჯერებთ! საქართველოს მსოფლიო დონის შემსრულებლები და ჯგუფები ეწვევიან. წლის სახეები და სახელები ![]() წლის სახეებმა ქველმოქმედებაში წვლილი აუქციონით შეიტანეს. პუბლიცისტური ენციკლოპედია ”სახე(ლ)ების” მეცხრე გამოცემის წარდგენა ”ქორთიარდ მარიოტში” შედგა. წლის სახელების გამოვლენის პარალელურად ხდებოდა საქართველოში ყველასათვის კარგად ცნობილი ადამიანების პირადი ნივთების აუქციონზე გატანა - შემოსული თანხა კი 100 წელს გადაცილებულ მოხუცებსა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრს გადაეცემა. | |
ნანახია: 839 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 2 | |||||||||||||||||||
კატეგორიები
ჩეთი
კალენდარი
ჩვენი გამოკითხვა
|