მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

შაბათი, 2025-07-05
მთავარი » ფაილები » news

celebrities news
2011-06-06, 12:59 PM

ტრიუმფატორი ”ბინდი”ტრიუმფატორი ”ბინდი”
MTV Movie Awards-ის რიგით მეოცე დაჯილდოების ტრიუმფატორი ”ბინდი” გახდა. ვამპირული საგის მესამე სერიამ, საერთო ჯამში, 5 ჯილდოს მოპოვება მოახერხა.
ფილმში მთავარი როლის შემსრულებლებმა, კრისტენ სტიუარტმა და რობერტ პატინსონმა საუკეთესო მამაკაცი და ქალი მსახიობის ნომინაციებში მოახერხეს გამარჯვება.
გარდა ამისა, მათი კოცნა საუკეთესო ეკრანულ კოცნად დასახელდა. ფილმმა წლის საუკეთესო ნამუშევრის ჯილდოსაც გამოჰკრა ხელი. ასევე ”ბინდი” საუკეთესო საბრძოლო სცენისათვისაც დააჯილდოეს.
იმედისმომცემი ახალბედა ვასკვლავის ჯილდო ქლოე გრეის მორეტზმა მოიგო.
რაც შეეხება საუკეთესო უარყოფითი როლის შემსრულებელს - MTV-ის საპატიო ჯილდო ამ ნომინაციაში ტომ ფელტონს ერგო ჰარი პოტერზე გადაღებული ფილმების მეშვიდე სერიაში შესრულებული დრაკო მალფოის როლისათვის.კუდიან ჯენისს მკერდი აუფეთქდაკუდიან ჯენისს მკერდი აუფეთქდა
ჯენის დიკინსონის მკერდი აფეთქდა!!!
დიახ, აფეთქდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა მოდელმა 56 წლის ასაკში ქალური სიმდიდრეების ზომის გაზრდა დასაშვებზე მეტად გადაწყვიტა.
ერთერთ წვეულებაზე ჯენისის სიამაყეებმა ვეღარ გაუძლეს და აფეთქდნენ. ამ დროს მოდელი ისეთი მთვრალი იყო, ინცინდენტზე ყურადღებაც არ გაუმახვილებია.
თავბრუდამხვევი სამოდელო კარიერის შემდეგ ჯენისის პოპულარობამ მაშინ იმატა, როცა ეთერში ახალი გადაცემა ჩაეშვა - ”კუდიანი ჯენისის სამოდელო სკოლა”.
პრინციპში, ჯენისი ამ პატარა ინცინდენტსაც გადაიტანს - მერე რა, მკერდი ვის არ აფეთქებია.
შერონ სტოუნი და ენდი გარსია ქართულ პრემიერაზეშერონ სტოუნი და ენდი გარსია ქართულ პრემიერაზე
დიდი აჟიოტაჟისა და შეფასებების მრავალფეროვნების შემდეგ ქართულ საზოგადოებას, როგორც იქნა, ეღირსა!!!
”აგვისტოს 5 დღე” - ფილმის პრემიერა ქართული წითელი ხალიჩისათვის ყველაზე ვარსკვლავურად შეგვიძლია შევრაცხოთ.
თვით ენდი გარსიამ და შერონ სტოუნმა საქართველო დააფასეს და ჩვენ ქვეყანას რამდენიმე დღით ეწვივნენ.




კატეგორია: news | დაამატა: nini_selly
ნანახია: 553 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]