 ფინქი დედა გახდა ფინქი ვარსკვლავ დედიკოთა სიას შეუერთდა. ”უზომოდ ბედნიერები ვართ. მინდა გითხრათ, რომ მშვენიერი, ჯანმრთელი და ულამაზესი გოგონა გვეყოლა” - დაპოსტა 2 ივნისს მომღერალმა. ავტომრბოლელი კერი ჰარტი და 31 წლის შემსრულებელი უილოუ სეიჯ ჰარტის მშობლები გახდნენ. კერისა და ფინქის ცხოვრებაში მრავალი დაშორება და შერიგება იყო. ბოლოს წყვილმა კვლავ ერთად გადაწყვიტა ცხოვრება და ბავშვზე ფიქრიც დაიწყო. როგორც ხედვათ 2000-იანების ყველაზე გიჟი გოგონას იმიჯის მქონე ფინქი უკვე დედა გახდა. რამდენად უშველის ბავშვი მათ ოჯახს, ვერ გეტყვით, მაგრამ დედობა ნამდვილად მისალოცი ამბავია.
ემი უაინჰაუზი ჰოსპიტალიზებულია ემი უაინჰაუზი კვლავ სარეაბილიტაციო კურსს გადის. როგორც მომღერლის ახლობლები იტყობიანებიან, შემსრულებელი საზაფხულო გასტროლებისათვის ემზადება და ცდილობს მთლიანად შეეშვას ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. მომღერალს ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები კარგა ხანია აწუხებს. ის სარეაბილიტაციო კლინიკების ხშირი სტუმარია. როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, ემიმ გადაწყვეტილება მამის დაჟინებული მოთხოვნის გამო მიიღო. მისი უახლოესი კონცერტი 18 ივნისს ბელგრადში უნდა გაიმართოს. სწორედ ამ პერიოდში გეგმავს უაინჰაუზი კლინიკიდან თავის დახსნას.
ვისით ამაყობს კელისი?
”ეს ისეთი რამაა, ვერავინ აგიხსნის. დედობა ყველაზე მაგარია! ვამაყობ ჩემი შვილით” - აცხადებს ინტერვიუში 31 წლის მომღერალი კელისი. მას 2 წლის შვილი, ნაითი, ჰყავს ყოფილი მეუღლისგან, Nas-ისგან. ”ყოველთვის მინდოდა დედობა, იმიტომ, რომ ქალებს ეს, როგორც წესი, უნდათ-ხოლმე. თუმცა, რეალურად, არასდროს ვიცოდი რა შეგრძნება იყო და ბედნიერი ვარ, რომ გამოვცადე!” - ყვება კელისი. 31 წლის ამერიკელ შემსრულებელს 5 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. მისი პირადი ცხოვრება კი 2005 წლის შემდეგ რეპერ Nas-ს უკავშირდებოდა. თუმცა, წყვილი 2009 წელს დაშორდა. ელტონ ჯონის ოჯახური კონფლიქტი ელტონ ჯონი დედას საკუთარი შვილის, ზაქარის ნახვას უკრძალავს. მომღერალსა და მის მშობელს შორის ურთიერთობა ყოველთვის სამაგალითო იყო. შეილა ფეირბრაზერი შვილს ყოველთვის მხარს უჭერდა. მაშინაც, როდესაც ელტონმა დევიდ ფერნიშზე დაქორწინება გადაწყვიტა. რა გახდა დედა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. მაგრამ, ფაქტია, რომ შეილა და ელტონი უკვე სამი წელია აღარ კონტაქტობენ. ელტონი მის ზარებს არ პასუხობს და ბავშვის ნახვას უკრძალავს. შვილთან კონფლიქტის შემდეგ შეილა იძულებული გახდა სახლიდან გადასულიყო და ელტონის პლატინის დისკები და ჯილდოები გაეყიდა, რათა თავი როგორმე ერჩინა. ელტონი არც მამინაცვლის დაკრძალვაზე გამოჩენილა. არადა, ცნობილია, რომ ისინი მეგობრობდნენ. როგორც ცნობილია, 86 წლის შეილა ფეირბრაზერი მუდმივად ცდილობს ვაჟთან ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ, ამაოდ.
 ნაომი კემპბელი განრისხებულია!!!მისგან ნაცემი კარგა ხანია არავინ გვახსოვს და არც სასამართლოებში ურბენია ბოლო წლებია.სუპერმოდელმა ამჯერად შოკოლადის მწარმოებელი ფირმა, "Cadbury” ამოიჩემა. მისი ერთერთი სარეკლამო კამპანია რასისტულად მიიჩნია.ფირმის ბანერებზე ასეთი სარეკლამო განცხადება გამოჩნდა - ”გაინძერი, ნაომი, ქალაქში ახალი დივა გამოჩნდა!”ნაომი კემპბელმა შოკოლადისა და მისი შედარება შეურაცხმყოფელად ჩათვალა.რეკლამას მისი დედაც გამოეხმაურა და აღშფოთება ჟურნალისტებს გაუზიარა.მათ გარდა შეშფოთდა რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლო ორგანიზაცია ”Orientation Black Vote” და განაცხადა, რომ შავკანიანთა დევნა სწორედ მაშინ იწყება, როდესაც სათამაშო მოედნებზე პატარა შავკანიან ბავშვებს ”შოკოლადს” ეძახიან."Cadbury” აშკარად ძალიან შეაწუხა ატეხილმა აჟიოტაჟმა და განაცხადა, რომ ბანერები სულ მალე გაქრება.თუმცა, ნაომის რისხვას ვინ გადაურჩება - შავი პანტერა სასამართლოში შესატანად უკვე სარჩელს ამზადებს. ლინდსი ლოჰანის შეზღუდული უფლებები პოლიციამ მიანიჭა: >ინტერნეტისა და ტელეფონის შეუზღუდავად გამოყენების უფლება; >სტუმრების მიღების უფლება; >სამედიცინო საჭიროებისათვის სახლის დატოვების უფლება. რაც შეეხება აკრძალვებს - სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ეზღუდება: >გაფრთხილების გარეშე სახლის დატოვების უფლება; >სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სახლის დატოვების უფლება; >ხელზე პოლიციის მიერ დამაგრებული ბრასლეტის (რომელიც ადგენს, სადაა ლინდსი) მოხსნის უფლება. ლინდსი ლოჰანს, როგორც იქნა, განაჩენი აღირსეს. მას სამკაულების ქურდობის გამო ერთთვიანი შინა პატიმრობა აქვს მისჯილი. საეჭვოა, 24 წლის მსახიობმა ამის შემდეგ მაინც ისწავლოს ჭკუა, მაგრამ ხანდახან სასწაულებიც ხომ ხდება... ლედი გაგას ახალი რეკორდი ლედი გაგას რეკორდები უკვე აღარ გვიკვირს, მაგრამ მაინც... დედა მონსტრის 23 მაისს გამოსული დისკი "Born This Way” 1 კვირის განმავლობაში 1,108 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ შედეგით მან 50 Cent-ის რეკორდი გააუმჯობესა - 2005 წელს რეპერის სტუდიური დისკი ”The Massacre” 1,14 მილიონის ოდენობით გაიყიდა. გაგამ თავისი შედეგიც გააუმჯობესა - მისი პირველი სტუდიური დისკი ”The Fame” Billboard-ის ჩარტში მეორე პოზიციაზე იყო. ახალი ჩანაწერი კი მყარად დგას პირველ ადგილზე. ”Born This Way” რიგით მე-17 ალბომი გახდა 1991 წლის შემდეგ, რომელმაც ერთი კვირის გაყიდვების შემდეგ მილიონზე მეტი შემოსავალი მოიტანა, ხოლო ლედი გაგა ამ ჩვიდმეტეულიდან რიგით მეხუთე ქალბატონი გახდა, რომელმაც მსგავსი წარმატების მოპოვება მოახერხა.
 კეთილი ტაქსისტი ისევ ციხეშია ალბათ, გახსოვთ ლუკ ბესონის ფილმი ”ტაქსი”. კეთილი ტაქსისტი, რომელიც პოლიციას საქმეების გახსნაში ეხმარება. სწორედ ამ ტაქსისტის როლის შემსრულებელი, სამი ნასერი, სულაც არ არის ისეთი კეთილი და საყვარელი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. პირიქით, მისი დებოშები და სკანდალები უკვე შეჩვეული ჭირია. სამი, უკვე ვინ მოთვლის მერამდენედ, ციხეში მოხვდა. მას დანით თავდასხმის გამო 16-თვიანი ციხე ელოდა. თუმცა, ამ სასჯელისაგან თავის დახსნის შანსიც ჰქონდა. სამაგალითო ქცევის შემთხვევაში სამი საკანს ასცდებოდა, მაგრამ მან კიდევ ერთი დებოში ატეხა და კაცმა არ იცის, რამდენი ხნით მოუწევს 50 წლის მსახიობს ციხეში ჯდომა.
 Metallica - საუკეთესო საუკეთესოთა შორის მუსიკალური ჟურნალი "Kerrang!" არსებობის 30 წლისთავს ბოლო 30-წლეულის საუკეთესო როკჯგუფების გამოვლენით აღნიშნავს. ჟურნალი 30-ეულის სრულ სიას 4 ივნისს გამოაქვეყნებს. მანამდე კი საზოგადოებისათვის ცნობილი პირველი ათეული გახდა. პირველი პოზიცია ლეგენდარულმა Metallica-მ დაიკავა. მეორე პოზიციაზე Green Day-ა, ხოლო მესამე ადგილს Iron Maiden იკავებს. რაც შეეხებათ ათეულის დანარჩენს წევრებს - სია ასე გამოიყურება: <>Slipknot <>My Chemical Romance <>Linkin Park <>Bullet for my Valentine <>Blink 182 <>Ozzy Osbourne <>Foo Fighters
 ლედი გაგა ვალებში იხრჩობა! ლედი გაგას ფინანსური პრობლემები აქვს. მისი ეპატაჟური გამოსვლები და ორიგინალური კოსტიუმები ძალიან ძვირი დაჯდა - მომღერალს 1, 82 მილიონი ფუნტი სტერლინგი ვალი აქვს. ”მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, სულ ახლახან ჩემი აგენტებისგან გავიგე. ეტყობა იმიტომ, რომ ფულით დიდად არასდროს ვინტერესდები.” - განაცხადა 25 წლის მომღერალმა. მისმა საკონცერტო ტურნემ 138 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოგება მოიტანა. საერთო ჯამში კი გაგას ვალებმა 3 მილიონამდე აიწია. ”ყველაზე დიდი თანხა მამაჩემი ოპერაციაში დავხარჯე და ჩემ მშობლებს Rolls-Royce-ი ვუყიდე” - განაცხადა გაგამ. ის ყველაზე გავლენიან ქალბატონთა სიაში პირველ ადგილს იკავებს. გაგამ კარგა ხანია პოზიცია ოპრა უინფრის წაართვა. გარდა ამისა, მისი სინგლები თუ ალბომები რეკორდებს ხსნიან და მომღერლის ანგარიშს მუდმივად უზარმაზარ თანხებს მატებენ. ასე რომ, შემსრულებელი ვალებს თავს სულ მალე დააღწევს.
 შონ კინგსტონი სიკვდილს გადაურჩა 21 წლის შონ კინგსტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. მომღერალი რამდენიმე დღის წინ მაიამის სანაპიროებზე წყლის თხილამურებიდან გადმოვარდა. მისი მდგომარეობა ცოტა ხნის განმავლობაში კრიტიკული რჩებოდა. მომღერალს მაჯა და ყბა ჰქონდა მოტეხილი და ფილტვებში წყალი ჰქონდა ჩასული. შონ კინგსტონი მაშველებმა დახრჩობისაგან იხსნეს, რადგან წყალში ჩავარდნისას სამაშველო ჟილეტი გასძვრა და გონება დაკარგა. როგორც ექიმები იტყობინებიან, შონის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სრულ გამოჯანმრთელებას დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდება.
 კაილი მინოუგს ფანები ”აღარიბებენ” ”თაყვანისმცემლების საჩუქრები ჩემ ხარჯებს ზრდის!” - განაცხადა კაილი მინოუგმა. 43 წლის მომღერალმა მეთერთმეტე ალბომი, ”Aphrodite”, 2010 წელს გამოუშვა. მას შემდეგ შემსრულებელი ტურნეში იმყოფება და ფანების საჩუქრებსაც ბლომად იღებს. ”ამ ყველაფერს თვითმფრინავით დავატარებ და ჩემი ბარგის წონაც ერთი-ორად იზრდება” - ხუმრობს ვარსკვლავი და ამატებს, რომ მისთვის ყოველი მსმენელი ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელია. მომღერალი ამბობს, რომ მისი ერთერთი უსაყვარლესი საქმიანობა ტურნეს დროს ყველა ფაქტის აღრიცხვა და ფოტოების შენახვაა - ”მე და ჩემი კრეატიული დირექტორი ამას უკვე წლებია ვაკეთებთ და ნებისმიერ ფოტოზე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, სადაა გადაღებული!”.
 მერაია ქერის კონკურენტი დივა მერაია ქერის ქალიშვილი უკვე დივაა, დედამისისა არ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელმა სულ ერთი თვის წინ გააჩინა ტყუპები, როგორც ქერისა და ნიკ კენონის წყვილი იტყობინება, პატარა მონრო დედამისს ჰგავს. ”როდესაც რაღაც უნდა, მთელი ხმით კივის” - ამბობს ინტერვიუში ნიკ კენონი.მონროს ტყუპისცალს კი, მოროკანს, უფრო მამიკოს ამსგავსებენ. ვერ გეტყვით მომავალში დაემსგვსება თუ არა პატარა მონრო დედამისს, მაგრამ ერთ სახლში ამდენი კივლის ატანა, ალბათ, საკმაოდ რთული უნდა იყოს.
 ჯასტინი ბრიტნის 10 წელია აიგნორებს ძალიან მარტივია 10 წლის შემდეგ შენ სიყვარულზე ისაუბრო. მით უმეტეს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ბრიტნი სპირსის რომანი მაშინაც დიდი ყურადღების ცენტრში იყო და მასმედია ახლაც ხშირად ახსენებს ვარსკვლავებს ძველ ურთიერთობას. ”მე ბრიტნის 9, თუ ათი წლის განმავლობაში ვაიგნორებდი, არ ველაპარაკებოდი. ტყუილია, თითქოს მხარში ვედექი, როცა რთული პერიოდი ჰქონდა. ამის მიუხედავად, ახლა მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ” - ამბობს ტიმბერლეიკი. ”მაშინ ჩვენ პატარა ბავშვები ვიყავით დიდი სათამაშოებით, გვქონდა ბევრი ფული და მოზარდების კუმირებად ვითვლებოდით. ახლა გავიზარდეთ და ჩვენი ცხოვრება ძალიან შეიცვალა” - აცხადებს ტიმბერლეიკი.
 რობი უილიამსმა დიზაინერობა დაიწყო რობი უილიამსმა გადაწყვიტა თავისი მრავალმხრივი ნიჭი ახლა დიზაინის სფეროში გამოავლინოს. მომღერალმა მოდელიერობა მოისურვა. როგორც უილიამსი ამბობს, შთაგონების მთავარი წყარო მისი გარდაცვლილი ბაბუა გახდა. უილიამსის კოლექცია გაყიდვაში სულ მალე ჩაეშვება და მის მიერ შექმნილი ტანისამოსის ღირებულება 40-დან 400 ევრომდე იმერყევებს. თავდაპირველად მისი ნამუშევრები მხოლოდ ბრიტანულ მაღაზიათა ქსელ ”House Of Fraser-ში” გაიყიდება, შემდეგ კი სხვა ქსელებშიც შეაღწევს. რობი უილიამსი კარგა ხანია მხოლოდ მუსიკას არ სჯერდება. რამდენიმე წლის წინ მან უცხოპლანეტელთა შესწავლა გადაწყვიტა, შემდეგ კი ხატვა დაიწყო. თუმცა, საეჭვოა, რომელიმე საქმიანობას მუსიკაზე უკეთ გამოუვიდეს.
|