მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

ხუთშაბათი, 2024-03-28
მთავარი » ფაილები » news

ვიქტორია ბექჰემი წლის Brand-დიზაინერი გახდა
2011-12-06, 2:20 AM


დიდი ბრიტანეთის მოდის საბჭომ წლის საუკეთესო დიზაინერები დაასახელა. British Fashion Awards-2011-ის საზეიმო ცერემოანიაზე მოდის სამყაროს თითქმის ყველა ცნობილი სახე შეიკრიბა, მათ შორის სუპერმოდელებიც.

წლის დიზაინერის წოდება სარა ბარტონს ერგო, რომლის წლის წარმატებად პრინც უილიამის მეუღლის, ქეით მიდლტონის საქორწილო კაბა იქცა.

ბრენდ-დიზაინერად დასახელდა ვიქტორია ბექჰემი. მისი სამოსი ელიტურ წრეებში ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი აღმოჩნდა. ამ ნომინაციაზე ის გასულ წლებშიც დაასახელეს, თუმცა საპრიზო ქანდაკება მხოლოდ წელს მოიპოვა. პრესა წერდა, რომ გამარჯვების მიუხედავად ვიქტორიას სახეს ბედნიერი ღიმილი არ ეტყობოდა.

მამაკაცის სამოსის საუკეთესო დიზაინერად ჟიურიმ კიმ ჯონსი დაასახელა. გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ სტელა მაკარტნი, ალექს ჩანგი, შარლოტა გენსბური და სხვები.

დაჯილდოების ცერემონიას შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები, კოლინ ფერტი, ქეით ჰადსონი, კეიტ მოსი და ოლივია პალერმოც ესწრებოდნენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
კატეგორია: news | დაამატა: belieber
ნანახია: 1623 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]