მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

პარასკევი, 2024-04-26
მთავარი » ფაილები » ვარსკვლავები

royal wedding
2011-04-30, 4:17 PM
ლონდონში უკვე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ბრიტანეთი სამეფო ქორწილისთვის ემზადება. 1დღით ადრე პრინცმა, მომავალმა პრინცესამ და მთელმა სამეფო ამალამ გენერალური რეპეტიცია გაიარა. წინა საქორწინო ცერემონია წესების სრული დაცვით ჩატარდა. პატარძლის კაბა ისევ ქორწილის მთავარ ინტრიგად რჩება, დღემდე უცნობია ვინ იყო მისი კაბის დიზაინერი, მაგრამ ის ვიცით რომ ის იქნება ძალიან სადა და სრულიად განსხვავდება პრინცესა დიანას კაბისაგან.

ადგილები იქ სადაც ქორწილი უნდა შედგეს უკვე დაკავებულია და ხალხი ღამის გათენებას აპირებს იქ იმისთვის რომ ქორწილს ახლოდან შეავლოს თვალი. ლონდონი ისედაც ძალიან გადატვირთული ქალაქია მაგრამ ამ ქორწილის გამო იმდენი ხალხი ჩამოდის, რომ ქალაქში გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია. ლონდონის რამოდენიმე პარკი, რომელიც როგორც წესი ძალიან წყნარია დღეს ყველაზე ხმაურიანია, რადგან იქ დააყენეს ეკრანები და ისინი პირდაპირ ეთერში გადმოცემენ ქორწილს. სულ ხვალისთვის ლონდონში 200000 ტურისტს ელოდებიან. ასევე უამრავი ტელევიზია გადასცემს ამ ქორწილს პირდაპირ ეთერში 6საათის განმავლობაში და დაახლოებით 3მილიარდი მაყურებელი ეყოლება . ამ ქორწილის გამო ამ შაბათ-კვირას დაარქვეს love weekend.

წერემონია დღეს დილით, ლონდონის დროით ცხრის თხუთმეტ წუთზე დაიწყება, ხოლო თბილისის დროით 2საათზე დაიწყება. იქ სადაც ჯვრისწერა უნდა იყოს დაპატიჟებულია დაახლოებით 2000ადამიანი. მათ შორის უამრავი ვარსკვლავი. ხოლო საზეიმო ვახშამზე 650 კაცია დაპატიჟებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დროა ორის ნახევარი როცა ახალ დაქორწინებული წყვილი გადმოიხედავს ბუკინგემის სასახლიდან
ეს სურათი წყვილმა სპეციალურად წორწილისთვის გადაიღო:

მას ასევე ახლდა წერილიც სადაც წყვილი მადლობას იხდიდა იმ თანადგომისა და სიყვარულისთვის, რომელიც ხალხმა მათ მიმართ გამოიჩინა:
პრინცის მეჯვარე მისი ძმა პრინცი ჰარი იქნება.
ჯორწილის წინა ღამეს წყვილი ცალ-ცალკე გაატარებს. Kate Middleton 5ვარსკვლავიან სასტუმრო გორინგში ოჯახის წევრებთან ერთად დაბინავდა. ხოლო პრინცი კლერანს ჰაუსში დარჩება.
ხვალ დედაქალაქში წვიმაა გამოცხადებული, თუმცა ამის მიუხედავად მაინც უამრავი ადამიანი აპირებს იქ დარჩენას.

მომავალ პრინცესას ეკლესიამდე ეტლი უზარმაზარი ესკორტით მიაცილებს, ხოლო ეკლესიიდან წყვილი ეტლით წამოვლენ და ამიტომ ხვალინდელი ამინდი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადაგნ ის ეტლი რომლითაც წყვილმა უნდა იმგზავროს ღიაა და თუ იწვიმებს ისინი შემინული ეტლით იმგზავრებენ.
კატეგორია: ვარსკვლავები | დაამატა: nini_selly
ნანახია: 781 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]