მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

პარასკევი, 2024-04-19
მთავარი » ფაილები » ტესტები

შეგიძლიათ თუ არა შთაბეჭდილების მოხდენა?
2011-05-07, 8:07 PM

ადამიანების ორი კატეგორია არსებობს: ერთი ნაწილი სხვებთან ურთიერთობისას მუდმივად დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, მეორე კი – ტავს ზედმეტად არ იწუხებს და „ბუნებრიობას“ ამჯობინებს. თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით?

ტესტის შეკითხვებს უპასუხეთ „კი“ ან „არა“.

1. ადვილად შეგიძლიათ სხვა ადამიანებს მიბაძოთ?
2. ყურადღების მისაქცევაღ შეგიძლიათ თუ არა სისულელეები აკეთოთ?
3. როგორ ფიქრობთ, თქვენგან კარგი მსახიობი დადგებოდა?
4. შეგიძლიათ თუ არა ადამიანებს აფიქრებინოთ, რომ თქვენი განცდები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სინამდვილეში?
5. თავყრილობების დროს ხშირად ხვდებით ყურადღების ცენტრში?
6. სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას განსხვავებულად იქცევით?
7. შეგიძლიათ თუ არა ბოლომდე დაიცვათ თქვენი შეხედულებები მაშინაც კი, თუ მათ სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ?
8. როდესაც ადამიანისგან რაიმეს მიღება გსურთ, ისე იქცევით, როგორც მას ესიამოვნებოდა?
9. შეგიძლიათ გულთბილად მიიღოთ ადამიანები მაშინაც კი, თუ მათთან ურთიერთობა არ გსიამოვნებთ?
10. ყოველთვის ბუნებრივად იქცევით?

დავითვალოთ შედეგები. ყოველ დადებით პასუხზე 2 ქულა იანგარიშეთ.

0–6 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაბალი მაჩვენებელი გაქვთ. თქვენი ქცევა არასტაბილურია და არ თვლით საჭიროდ ცვალოთ იგი სიტუაციის მიხედვით. ასეთი მონაცემებით ძნელია კარიერულ წინსვლაზე იფიქრო. მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელი ხართ ურთიერთობებში, ზოგიერთი ადამიანისთვის მაინც მიუღებელი იქნებით თქვენი პირდაპირობის გამო.

7–12 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის საშუალო მაჩვენებელი გაქვთ. გულწრფელი ხართ, მაგრამ მუდმივად აკონტროლებთ ემოციებს. როდესაც რაიმე მიზანს ისახავთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ნუ იქნებით. უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ გარშემომყოფებს და ამით თქვენი ცხოვრებაც გაიოლდება. მითუმეტეს თუ კარიერის გაკეთებას გეგმავთ, უნდა შეგეძლოთ საჭირო ადამიანებთან კონტაქტების დამყარება.

13–20 ქულა. თქვენ საკუთარ ქცევაზე კონტროლის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ. ადვილად ირგებთ ნებისმიერ როლს და, ასევე, ადვილად რეაგირებთ სიტუაციის ცვლილებაზე. ყოველთვის შეგიძლიათ გათვალოთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემომყოფებზე. იოლად პოულობთ საერთო ენას „საჭირო“ ადამიანებთან, ამდენად, კარიერის გაკეთებაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.

კატეგორია: ტესტები | დაამატა: nini_selly
ნანახია: 922 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

1 nini_selly 2011-05-07 8:17 PM                                                 
ძაან მიყვარს ესეთი ტესტები <3
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31