მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

ხუთშაბათი, 2024-04-25
მთავარი » ფაილები » ტესტები

რამდენად მომთმენი ხართ?
2011-08-07, 3:10 AM
რამდენად მომთმენი ხართ?
1. ახალი, ლამაზი, ნოვატორული იდეა გაგიჩნდათ, მაგრამ ახლობლებმა და კოლეგებმა მხარი არ აგიბეს, განაწყენდებით? 

ა) დიახ – 5 
ბ) არა – 1 

2. მეგობრებთან ხართ, ერთ–ერთმა ბანქოს თამაშის იდეა წამოაყენა, თქვენ რა აზრი გექნებათ? 

ა) 0 მოვითხოვ, მხოლოდ მათ მიიღონ მონაწილეობა, ვინც კარგად თამაშობს – 5 
ბ) ყველამ ითამაშოს – 1 

3. თქვენთვის უსიამოვნო ამბავს მშვიდად ხვდებით? 

ა) დიახ – 1 
ბ) არა – 5 

4. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალი ადამიანების გამოჩენა გაღიზიანებთ? 

ა) თუ ისინი წესრიგს არ არღვევენ და არავის აწუხებენ – არა – 1 
ბ) ყოველთვის მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქცევებს ვერ აკონტროლებენ – 5 

5. შეგიძლიათ საერთო ენა იპოვოთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი პროფესიის არ არიან, განსხვავებული სოციალური მდგომარეობა აქვთ, რადიკალურად განსხვავდებიან ხასიათით? 

ა) ალბათ გამიჭირდებოდა – 5 
ბ) ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ, ყველასთან შემიძლია საერთო ენის გამონახვა – 1 

6. როგორ რეაგირებთ, როცა თქვენზე ხუმრობენ? 

ა) არ მსიამოვნებს და ვღიზიანდები – 5 
ბ) მეც ვხალისობ და ხშირად თავადვე ვხუმრობ ხოლმე საკუთარ თავზე – 1 

7. ეთანხმებით აზრს, რომ ბევრი თავის ადგილზე "არ ზის" და იმ საქმეს არ აკეთებს, რომელსაც უნდა აკეთებდეს? 

ა) არა, ეს ზოგადი განსჯაა – 1 
ბ) დიახ და ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო – 5 

8. წვეულებაზე მეგობარი წაიყვანეთ, რომელიც საერთო ყურადღების ცენტრში მოექცა, რა რეაქცია გექნებათ ამაზე? 

ა) არ მესიამოვნება – 5 
ბ) ძალიან გამიხარდება, რომ ჩემი მეგობარი ასე კარგად მიიღეს – 1 

9. სტუმრად ყოფნისას შეხვდით ასაკოვან ადამიანს, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდობას აკრიტიკებს და თავის თაობას აქებს, რა რეაქცია გექნებათ? 

ა) ცოტა ხანს მოვიცდი, შემდეგ კი იქაურობას გავეცლები – 5 
ბ) პოლემიკაში ჩავებმები და კარგად გავერთობი – 1 

შედეგები: 

9–25 ქულა 
– მოწოდების სიმაღლეზე ხართ. შეგიძლიათ საკუთარი აზრი ბოლომდე დაიცვათ, თუმცა ამას მშვიდი დიალოგით ახერხებთ. სწრაფად ცვალებად სიტუაციებში დროულად რეაგირებთ, ამასთან, არასოდეს აყენებთ შეურაცხყოფას თანამოსაუბრეს. მოთმინების უნარი მშვენივრად გაქვთ განვითარებული, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოდიხართ მდგომარეობიდან, მაგრამ სწრაფადვე მშვიდდებით. საკუთარი თავის კონტროლი მშვენივრად გეხერხებათ. 

26–45 ქულა – მოთმინება? ეს თქვენთვის უცხოა. გარდა იმისა, რომ ფიცხი ბრძანდებით, ვერც მშვიდი ხასიათით დაიკვეხნით. არ ერიდებით, შეურაცხყოფა მიაყენოთ მავანს, ოღონდ კი თქვენი გაიტანოთ. რატომ გიკვირთ, რომ გარშემომყოფები იმავეთი გპასუხობენ და თქვენთან ურთიერთობას გაურბიან?!
კატეგორია: ტესტები | დაამატა: belieber
ნანახია: 981 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

3 liveloughlove 2011-08-07 4:54 PM                                                 
აა მე 17 ტუ 18 ავიგეე:D:D
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31