მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

პარასკევი, 2024-04-19
მთავარი » ფაილები » news

summer in georgia
2011-07-27, 3:54 PM
SeaSide Batumi - კლუბის გრანდიოზული საზაფხულო გეგმები!
თბილისური კლუბური ცხოვრება რამდენიმე კვირაა წარსულში დარჩა - დროებით ქლაბერებმა აჭარაში გადაინაცვლეს, სადაც საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით აურაცხელი ივენთი იგეგმება.
ახალ ბულვარს კი SeaSide Batumi შეემატა - კლუბი გაიხსნა 23 ივლისს.
რაც შეეხება ლაინ აფს - ის ნებისმიერი გემოვნების მსმენელისათვის არის შექმნილი  - დაწყებული 90-იანების შემსრულებლებიდან უახლესი მუსიკალური ტენდენციების გათვალისწინებით.
Coolio, Snap, Modjo -  აჭარაში სწორედ მათი და კიდევ ბევრი სხვა მუსიკოსის ჩამოყვანა იგეგმება.

არტ-გენმა ერთწლიანი პაუზა აიღო
8-წლიანი ისტორიის განმავლობაში არტ-გენი ქართული ფოლკლორის გასაცნობად საუკეთესო საშუალებად ჩამოყალიბდა.
უბრალოდ, ნაციონალური მუსიკის მოყვარულები, თუ უცხოელი სტუმრები ეთნოგრაფიულ მუზეუმს 15-დან 24 ივლისის ჩათვლით სტუმრობდნენ.
არტ-გენის დახურვის პატივი კი უკვე მერვედ სუხიშვილებს ხვდათ წილად.
ნაციონალურმა ბალეტმა ეთნოგრაფიული მუზეუმის სცენაზე განახლებული პროგრამა წარმოადგინა.
არტ-გენი კი გრანდიოზული გეგმებით მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა - ქართული ფოლკის ზეიმმა ერთწლიანი პაუზა აიღო იმ პირობით, რომ გაისად გაზრდილი მასშტაბებით დაგვიბრუნდება.


Black Sea Jazz Festival - სნობები, თუ მელომანები?

ეს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ქართველების მელომანიას დააბრალოთ, ანდა, სულაც სნობიზმს. 
ფაქტია, რომ Black Sea Jazz Festival-ზე მთელმა ქართულმა ელიტამ მოიყარა თავი.
ასე ხდება ყოველ წელს - ჯაზ ფესტზე სიარული ერთერთი ყველაზე საპატიო საქმიანობა გახდა საზაფხულოდ აჭარაში გადასახლებული შოუბიზისათვის.
წელს Black Sea Jazz Festival-ის შემადგენლობა ნამდვილად ვარსკვლავური იყო. ჯერ მხოლოდ მეისი გრეის პიაცაზე სტუმრობა რად ღირს?



Golden Talent-ს მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან!
”ოქროს ტალანტის” ჩატარების იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მაშინვე ატყდა მითქმა-მოთქმა, ჭორები და სკანდალები კი უფრნ გაძლიერდა, როდესაც საქართველოში შიდა შესარჩევი ტური ჩატარდა.
კონკურსი მარკუს მეტრეველმა და რამდენიმე ქართველმა მომღერალმა პრეტენზიებით დატოვა.
თუმცა, ხმაური თურმე ჯერ კიდევ წინაა - Golden Talent-ის ვარსკვლავური ჟიურის შემადგებლობაზე როცა მოისმენთ, საკუთარ ყურებს არ დაუჯერებთ!
საქართველოს მსოფლიო დონის შემსრულებლები და ჯგუფები ეწვევიან.


წლის სახეები და სახელები
წლის სახეებმა ქველმოქმედებაში წვლილი აუქციონით შეიტანეს.
პუბლიცისტური ენციკლოპედია ”სახე(ლ)ების” მეცხრე გამოცემის წარდგენა ”ქორთიარდ მარიოტში” შედგა.
წლის სახელების გამოვლენის პარალელურად ხდებოდა საქართველოში ყველასათვის კარგად ცნობილი ადამიანების პირადი ნივთების აუქციონზე გატანა - შემოსული თანხა კი 100 წელს გადაცილებულ მოხუცებსა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრს გადაეცემა.
კატეგორია: news | დაამატა: nini_selly
ნანახია: 815 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

2 nini_selly 2011-07-27 7:19 PM                                                 
აბა რააა <3
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31