მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

ოთხშაბათი, 2024-04-24
მთავარი » ფაილები » სპორტი

tbilisi roller/skate park
2011-08-28, 4:25 PM
ალბათ გაგიგიათ დედაენის ბაღი.. თუმცა მას ამ სახელს ასაკიანი ხალხირა თუ ეძახის... 2წლის წინ ამ პარკში იყო სარემონტო სამუშაოები და საკმაოდ დიდი სკეიტ პარკი გამოვიდა.. ამის შემდეგ უკვე ბევრი დაინტერესდა ამ სპორტით და დღის ნებისმიერ მონაკვეთში უამრავი სკეიტერი და როლერია პარკში..
ცოტა რამ სკეიტბორდინგის შესახებ:

Skate boarding-ი პირველად წარმოიშვა ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გასული საუკუნის 50-იან წლებში და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. პირველი სკეიტი, რომელიც გაყიდვაში შემოვიდა იყო ,,Roller Derby”. პირველი, ახალი მოდით სერიოზულად დაინტერესდა ლარი სტევენსონი და 60-იან წლებში სწორედ მან განავითარა ეს სპორტის სახეობა. მაშინ სკეიტი თითქოს ჰგავდა ახლანდელ დაფას. მსგავსება იყო თვლების რაოდენობაშიც, მაგრამ თავიდან ის სწორი იყო და არა ისეთი როგორც დღეს არის ბოლოებში მომრგვალებული… დღესდღეობით ქართველი ახალგაზრდობაც შეუერთდა სკეიტის მოყვარული ადამიანების რიცხვს… ისინი სარგებლობენ სკეიტით სკოლაში პლიაჯზე და ა.შ. თბილისში უკვე გაიხსნა skate park-ი. თქვენ ალბათ გადიჩნდებათ კითხვა,თუ სად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი დაფა. როგორც ბევრმა სკეიტის მოყვარულმა დაადასტურა ყველაზე კარგია ინტერნეტით გამოწერილი დაფები..:))


ასობით ქართველი ბავშვი სიამოვნებითა და ხალისით ცდილობს ოთხ ბორბალზე მყარად დადგომასა და სრიალს. მოხალისე-მოსრიალეთა შორის რამდენიმე პროფესიონალებიცაა. პრობლემების მიუხედავად ახალგაზრდები ყოველდღიურად ცდილობენ ურთულესი ილეთების დახვეწას.


 ახლახან სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიმ" ექსტრემალური სპორტის მოყვარულთა გასახარად დედაენის ბაღში ტურნირი ჩაატარა. ხაზისშიდა ციგურებით სრიალში სხვადასხვა სირთულის ილეთები და ხტომები შეასრულეს ილია კონონენკომ, გიგა ლომიძემ და გიორგი ბიბამ. მათ შორის გამარჯვება და განსაკუთრებული მოწონება ილია კონონენკომ მოიპოვა. 


სახიფათოდ გამორჩეულნი

 ილია კონონენკო: "როლიკებით სრიალი 13 წლისამ დავიწყე. მამაჩემის კვალს გავყევი. დედაენის ბაღში ყოველდღე მოვდივარ სავარჯიშოდ და სერიოზული ტრავმა არსოდეს მიმიღია". 


გიორგი ბიბა: "თავიდან ყინულის მოედანზე ვსრიალებდი, მაგრამ დაიხურა. გადავწყვიტე როლიკები შემეძინა და სრიალი გამეგრძელებინა. ყველა საჭირო ინვენტარი მეორადებში შევიძინე. დედაენის ბაღში თავიდან მარტო ვსრიალებდი, მაგრამ ნელ-ნელა ბავშვებიც დაინტერესდნენ. ინტერნეტში მოძიებული ილეთების დახვეწაში ერთმანეთს ვეხმარებოდით. ხელისა და ნეკნის დაზიანების მიუხედავად როლიკებით სრიალზე უარი მაინც არ ვთქვი".


გორგოლაჭების ისტორია 

 1760 წელს მეტალის გორგოლაჭებიანი ციგურებით პრიმიტიული ილეთები ბელგიელმა ჯონ ჯოზეფ მერლინმა შეასრულა, ხოლო მოგვიანებით 1819 წელს პარიზში პეტიტბლედმა გორგოლაჭებიანი როლიკების პირველი ნიმუში შექმნა, რომელიც დღევანდელს თითქმის წააგავდა. მასზე ნახტომების შესრულება ურთულესი იყო. ნელ-ნელა გორგოლაჭები იხვეწებოდა და 1866 წელს პირველი სახალხო შეჯიბრიც მოეწყო. 


 მეოცე საუკუნის მიწურულს სასრიალო ციგურების დიზაინი შეიცვალა, დაემატა ჩასაფენი ნაბადი. შეიქმნა სხვადასხვა დისციპლინები და ევროპის ქვეყნებმა ეროვნული ჩემპიონატების ჩატარება დაიწყეს. ჩამოყალიბდა როლიკებით მოსრიალეთა კლუბები. 


დღეს უკვე ციგურების რამდენიმე კატეგორია არსებობს: სისწრაფეში შეჯიბრება, სლალომი, სადაც მოსრიალენი მცირე ზომის კუბიკებს შორის ცდილობენ სწრაფი მოძრაობით ფეხი ოსტატურად გაატარონ. ქუჩის გრაინდები, სადაც კიბეებიდან და სხვადასხვა სიმაღლეებიდან ჰაერში ორ ნახტომს, უკუ ნახტომს და სხვა სირთულის ილეთებს ასრულებენ.


ხიფათის აგრესიულობა

 აგრსიულ ხაზისშიდა ციგურებით სრიალის შესასრულებელი დისციპლინებია დაბრკოლებები, მოხერხებულად მოძრაობა, მარჯვე ტრიუკები, ზემოდან გადავლება, ბეტონის გორაკებისა და ბორცვების დაძლევა. არსებობს გორგოლაჭებით სრიალის ორი დისციპლინა: ქუჩის, რომელიც თავისუფალი სტილის სრიალითაა ცნობილი და პარკის, სადაც აგებულია ბეტონის ბორცვები და სხვადასხვა წინაღობები. 


პრობლემები 

 როლიკებით ასობით ბავშვი სრიალებს, თუმცა პროფესიულ დონეზე სრიალს ცოტა თუ ბედავს. პროფესიონალ მოსრიალეთა შორისაა გიგა ლომიძეც: "აუცილებელია, ჩამოყალიბდეს როლიკების ფედერაცია, მოიძებნოს სპონსორი. აიგოს დახურული პარკი. სამწუხაროდ, ერთი პარკი საკმარისი არაა, მითუმეტეს, რომ დედაენის ბაღში სახტომები ცუდაა დაპროექტებული, სივრცე დატოვებულია, თუმცა ამ სივრცეში შეიძლებოდა საჭირო სასრიალო ბარიერების აგებაც. 


ყველაზე მთავარი პრობლემა არასწორად აგებული ბორცვებია. სტანდარტის მიხედვით ორ დიდ რამპს შორის შედარებით მომცრო ბორცვი უნდა იყოს ჩადგმული. აქ კი ასე არაა. ავდარში ვარჯიში თითქმის შეუძლებელია, რადგან წყალი არ გადადის და ცენტრში გროვდება. კუთხეებში დაგროვებული ნაგავი სრიალისას როლიკებს ჭედავს. 


ევროპაში სპეციალური დამცავი რბილი საფარი აქვთ რომლის დახმარებითაც ურთულეს ილეთებს გაბედულად ხვეწენ. ჩვენ პირდაპირ ცემენტზე ვვარჯიშობთ. საბედნიეროდ, ჩვენს შორის არიან ბავშვები, რომელთაც აქვთ ნიჭი და უნარი სპორტის ამ სახეობაში წარმატებულნი იყვნენ. დიდი სურვილი გვაქვს მეტი გავაკეთოთ, მაგრამ დაუხმარებლად ეს შეუძლებელია".

ფეისბუქზე ამ პარკის 2გვერდია შექმნილი.. შედით და აუცილებლად დაალაიქეთ!! ბევრ საიტერესო ვიდეოს ნახავთ!!

http://www.facebook.com/pages/tbilisi-rollerskate-park/258242600860943

http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Skating/201279883223322

კატეგორია: სპორტი | დაამატა: nini_selly
ნანახია: 1807 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

7 liveloughlove 2011-09-03 3:56 PM                                                 
იმაზე იძახი? თუ მეორე იქნება ჩემი ის შენი იყოს მაგრამ ეგ მხოლოდ ოცნებააა
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31