მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

პარასკევი, 2024-03-29
მთავარი » ფაილები » სპორტი

real madrid
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (19.4 Kb) ] 2011-05-15, 7:35 PM

"ლა ლიგა" უკვე დასასრულს უახლოვდება. მადრიდის "რეალს" შეუძლია ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოპოვება გასვლით მატჩებში და კრიშტიანუ რონალდუს კი სამი გოლის გატანის შემთხვევაში შეეძლება გააუმჯობესოს უგო სანჩესისა და ზარას რეკორდები. მათ 38 გოლი აქვთ გატანილი "ლა ლიგაზე". როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პორტუგალიელ ფეხბურთელს სამი გოლის გატანა სჭირდება ამ შედეგის გასაუმჯობესებლად ...

"ვილიარეალი" - მადრიდის "რეალი"

ჟოზე მოურინიოს გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება "ლა ლიგაში" და ერთადერთი მხოლოდ ის მიზანი დარჩათ, რომ კრიშტიანუ რონალდუს დაეხმარონ გოლების გატანაში. სეზონის პირველ ნახევარში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "ვილიარეალს" სამი გოლი გაუტანა. ეს მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა. წინა წელს კი გარიდოს გუნდის წინააღმდეგ ნათამაშებ თითოეულ შეხვედრაში ერთი გოლი გაჰქონდა. რონალდუს საერთო შედეგია "ვილიარეალის" წინააღმდეგ - 3 მატჩში გატანილი 5 გოლი.

ჟოზე მოურინიოს ვერ ექნება სამი ხედირასა და ფერნანდო გაგოს დახმარების იმედი ტრავმების გამო, ხოლო ლასანა დიარა კი დისკვალიფიცირებულია. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის განაცხადში შეიყვანა იკერ კასილასი, დუდეკი, კაკა და სერხიო რამოსი. როგორც იცით, მათ წინა შეხვედრაში არ მიუღიათ მონაწილეობა. კანალესი და პედრო ლეონი კი მადრიდში დარჩნენ.

"ვილიარეალს" გამარჯვება სჭირდება და ასევე "ვალენსია" უნდა დამარცხდეს "ლევანტეს" წინააღმდეგ იმისათვის, რომ "ყვითელმა წყალქვეშანავმა" შეძლოს შემდეგ წელს "ჩემპიონთა ლიგაზე" მოხვედრა ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპების გარეშე. ტრავმირებული გონსალო, ოლივა და ანხელ ლოპესი ამ მატჩს გამოტოვებენ, ხოლო მეკარე ხუან კარლოსი კი გუნდს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც გამოტოვა თამაში "ალმერიას" წინააღმდეგ.

"ვილიარეალი" - მადრიდის "რეალი"

კატეგორია: სპორტი | დაამატა: gio-94
ნანახია: 900 | რამოტვირთვები: 104 | კომენტარი: 7 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

7  2011-05-17 11:22 PM                                                 
xo aba ra liveloughlove.. :D:D:D:D
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31