მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

შაბათი, 2024-04-20
მთავარი » ფაილები » სპორტი

"ოქროს ბუცს" რონალდუ იმსახურებს"
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (27.8 Kb) ] 2011-05-17, 9:25 PM

მადრიდის "რეალის" არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა, მედიის წარმომადგენლებთან წლევანდელი სეზონი შეაჯამა. მისი თქმით, "ოქროს ბუცი" რონალდუს ეკუთვნის.
"მიმდინარე სეზონში მთელი ძალები დავხარჯეთ. გუნდმა, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, თამამად შეუძლია იბრძოლოს ლიდერობისთვის. რა თქმა უნდა, სამეფო თასის ტიტული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალამდე მივაღწიეთ და საკმაოდ ძლიერი გუნდები გამოვთიშეთ ასპარეზობას. გუნდს შეუძლია "ლა ლიგაში" 90-ქულიან ზღვარს გადააბიჯოს. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონი საკმაოდ წარმატებული და სასიამოვნო გამოვიდა".
"მწვრთნელი და თითოეული მოთამაშე ყველაფერს აკეთებს გუნდის კეთილდღეობისთვის. პატარ-პატარ გაუმართლებლობაც გადაგვხდა თავს, მაგრამ იმედი მაქვს მომავალი სეზონიდან ამ ხარვეზებს გამოვასწორებთ. ყველაზე მნიშველოვანი ფაქტორი დასვენება და მომავალ სეზონზე ფიქრია".
"რონალდუ სავარაუდოდ "ლა ლიგაში" 40 გოლის გატანას შეძლებს, მან უკვე დაამყარა საკლუბო რეკორდი, რითაც ყველანი ბედნიერი ვართ. ვფიქრობ, "ოქროს ბუცის" მოგების მთავარი კანდიდატი სწორედ ისაა და იმედი მაქვს, სწორედ იგი გახდება ამ ტიტულის მფლობელი".
"ჩვენ ყველანი იმის მოლოდინში ვართ, რომ ნური შაჰინს ისეთივე წარმატებული სეზონი ექნება, როგორც "ბორუსიაში". ამ კლუბში იგი წამყვანი ფიგურა იყო და ვიმედოვნებ, საუკეთესო თვისებებს მადრიდის "რეალშიც" გამოაჩენს. დარწმუნებული ვარ, იგი გუნდს აუცილებლად გამოადგება".
"არგენტინის ნაკრებს დიდი ხანია "კოპა ამერიკა" არ მოუგია, ამიტომ ამ ქვეყნისთვის ეს ტიტული ძალზე განსაკუთრებული მოვლენა იქნება. ძალიან მინდა, რომ ეს ტიტული ჩვენ დაგვრჩეს".

კატეგორია: სპორტი | დაამატა: gio-94
ნანახია: 834 | რამოტვირთვები: 115 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

3  2011-05-17 11:05 PM                                                 
erti aq migebuli exla meore iqneboda ro miego... :D:D:D
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31