მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

სამშაბათი, 2024-04-23
მთავარი » ფაილები » სპორტი

cristiano ronaldo
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (37.1 Kb) ] 2011-06-23, 8:59 PM

კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც თურქეთში ისვენებს, ადგილობრივი გამოცემის, "Vatan" - ის ჟურნალისტებს გაესაუბრა და პირდაპირ, მტკიცედ განაცხადა, რომ შემდეგ სეზონში მისი გუნდი "ბარსელონას" სამეფო ტახტიდან გადააყენებს.

თვალს ადევნებთ თურქულ ფეხბურთს?

სიმართლე გითხრათ, არა. მე კონცენტრირებული ვარ მხოლოდ "რეალის" თამაშებზე.

თურქეთის ლიგაში საყვარელი მოთამაშეები გყავთ?

ამ კითხვაზე შეზღუდული ცოდნა გამაჩნია. მაგრამ, "ბეშიქთაშის" შესახებ ბევრი რამ მსმენია უგო ალმეიდასგან. ის ჩემი კარგი მეგობარია და დაუჯერებელ რაღაცეებს მიყვება გუნდის გულშემატკივრებზე, მათ შორის გაერთიანებულ დაჯგუფება "Çarsi" - ზე. ასევე, კარგი ურთიერთობა გამაჩნია "ბეშიქთაშის" პრეზიდენტ დემირიორენთან.

შემდეგ სეზონში მოურინიოს განკარგულებაში ერთბაშად თურქული ფესვების მქონე 3 ფეხბურთელი იქნება...

იოზილი უკვე ითვლება გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად, მან ძალიან მალე გაიარა ადაპტაცია და დაიწყო ფენომენალური თამაშის ჩვენება. შაჰინზე და ალტინტოპზე ცოტა რამ ვიცი. მათი ნახვა "ბუნდესლიგის" მხოლოდ რამდენიმე მატჩში მოვახერხე. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებს არა აღემატება, რათა მათ დავეხმარო ადაპტაციის მალე გავლაში. ყველაზე მთავარია თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, რომ შაჰინი და ალტინტოპი დიდ დახმარებას გაგვიწევენ.

შაჰინი საჯარიმო დარტყმებს ბრწყინვალედ ასრულებს... დაუთმობთ მას ამ ფუნქციას?

(იცინის) თუ საჯარიმო დარტყმა ჩემთვის იდეალურ პოზიციაზე დაინიშნება, მაშინ არა, მას თავად შევასრულებ. ამაში გარწმუნებთ.

ჯარიმის დარტყმამდე, რამე განსაკუთრებული რიტუალი გაგაჩნიათ?

არანაირი. არც ჯარიმის დარტყმის დროს და არც მატჩამდე არანაირი რიტუალი არ გამაჩნია. უბრალოდ გამოვდივარ მოედანზე სათამაშოდ...

როგორ აპირებთ "ბარსელონას" შეჩერებას მომდევნო სეზონში?

თავდაპირველად, საჭიროა მათი დამარცხება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლებაა "ლა ლიგის" ჩემპიონობის ნამდვილი პრეტენდენტები ვიყოთ. შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ახლა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ დამარცხებას შევძლებთ. "ბარსას" ზეციდან ჩამოვიყვანთ.
რას ფიქრობთ მესიზე? რომელ ასპექტებში გჯობნით და რომელში პირიქით?

ჩემთვის ეს მთავარი არაა. ჩვენს სათამაშო მანერებს არანაირ საერთო არ გააჩნიათ. მე მხოლოდ ფეხბურთი, "რეალი" და გუნდის წარმატებები მაინტერესებს, ესაა და ეს.

თქვენ ყოველთვის იდეუალურ ფიზიკურ ფორმაში ხართ... ეს იმიტომ, რომ თქვენ მიდრეკილი არ ხართ ღამის გართობისკენ, თუ იმიტომ, რომ სხვებთან შედარებით ბევრს ვარჯიშობთ?

არა, მე ვმუშაობ ისევე, როგორც სხვები. ბევრი თვლის, რომ მე მიყვარს ღამის გართობა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მიყვარს ძილი, რადგან ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაში ხარჯავთ იმ უზარმაზარ თანხას, რომელსაც თქვენ გამოიმუშავებთ?

ვინახავ ჩემს საბანკო ანგარიშზე.

როგორ ფიქრობთ, გვაქვს თუ არა შანსი, ოდესმე გნახოთ თურქეთის ლიგაში?

ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, არასდროს იცი წინ რა გელის. თუ ოდესმე თურქეთიდან კარგი შემოთავაზება მექნება, რატომაც არა?
(ირინა შეიკი შემოდის ოთახში)

რა ზეგავლენას ახდენს ფეხბურთელის თამაშზე რომანტიკული ურთიერთობა?

თუ ფეხბურთელი ყველაფრით კმაყოფილია, ის კარგად თამაშობს. სიყვარული დიდი სტიმულია ფეხბურთელისთვის, ის ბედნიერს გხდის.

თქვენ შეყვარებული ხართ?

რა თქმა უნდა.

კატეგორია: სპორტი | დაამატა: gio-94
ნანახია: 988 | რამოტვირთვები: 114 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2

2 liveloughlove 2011-06-24 0:24 AM                                                 
:D:D mec mainteresebs
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31