მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

ოთხშაბათი, 2024-04-24
მთავარი » ფაილები » სპორტი

cristiano ronaldo
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (14.2 Kb) ] 2011-05-27, 10:04 PM

რამდენი ღირს კრიშტიანუ რონალდუ? 2009 წელს "რეალმა" მის სანაცვლოდ "მანჩესტერს" 96 მილიონი ევრო გადაუხადა, რის შემდეგაც ამ ტრანსფერმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა. 2 წლის შემდეგ შეიხი მანსური, ინგლისური "მანჩესტერ სიტის" მფლობელი მზადყოფნას გამოთქვამს ფეხბურთელში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

პირველი მოპოვებული ტიტულის შემდეგ (ინგლისის თასი) "სიტის" მფლობელმა გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა და მთავარ მიზნად, მადრიდელთა მთავარი ვარსკვლავის შეძენა დაისახა. უფრო მეტიც, მანსურმა თავის ინტერესის შესახებ უკვე შეატყობინა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას. თავიდან ინგლისურმა კლუბმა "რეალს" პორტუგალიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, შემდეგ თანხა 150 მილიონ ევრომდე გაზარდა, ახლა კი ეს თანხა 180 მილიონს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, მადრიდელთა ხელმძღვანელები არ აპირებენ ფეხბურთელის გაყიდვას, ამ თანხის სანაცვლოდაც კი. ფლორენტინო პერესი ფეხბურთელს თავისი პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს და მან ფეხბურთელის კონტრაქტში"ანტი-შეიხური" პუნქტიც კი ჩადო: კრიშტიანუს ტრანსფერო მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორცეიელდება, თუ მის ნაცვლად გადაიხდიან ... 1 მილიარდ ევროს... ამიტომ, საეჭვოა "რეალის" ხელმძღვანელებს ინგლისური კლუბის ნავთობდოლარებმაც კი დააწყებინოს ნერვიულობა.

შეიხის შემოთავაზება მარტო ასტრონომიულ სატრანსფერო თანხას არ მოიცავს. მასში ასევე ნაგულისხმევია ფეხბურთელის ფანტასტიკური ანაზღაურებაც : "სიტი" მზადაა რონალდუს უპრეცენდენტოდ დიდი თანხა, 17 მილიონი ევრო გადაუხადოს წელიწადში. კრიშტიანუს, რომელიც ამჟამად 10 მილიონს იღებს, მიუხედავად ასეთი გრანდიოზული შემოთავზებისა, სურს, რომ კვლავ მადრიდში გააგრძელოს თავისი საფეხბურთო კარიერა.

ფეხბურთელის მიერ ჩატარებულმა შესანიშნავმა სეზონმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 51 გოლის გატანა მოახერხა, შეიხი მანსურის ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა, რომელმაც სწორედ ახლა გადაწყვიტა შეთავაზების გაკეთება. ინგლისური კლუბის მფლობელი შიშობს, რომ "უეფამ" არ მიიღოს კანონი სახელწოდებით "ფინანსური ფეირ პლეი", რომელიც კლუბებს აუკრძალავს ტრანსფერებში იმაზე მეტი ფულის გადახდასს, ვიდრე ისინი გამოიმუშავებენ. თუმცა, ეს სავარაუდოდ არ მოხდება 2014/15 წლების სეზონამდე.

ამით შეიხის ინტერესები არ მთავრდება : "რეალში" მის ყურადღებას კიდევ ერთი კანდიდატურა იწვევს - ჟოზე მოურინიო... "სიტის" მფლობელი არ მალავს, რომ ის მზადაა პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი კლუბის დამრიგებლად იხილოს, მას შემდეგ, რაც ჟოზე თავის მადრიდულ კარიერას დაასრულებს.
კატეგორია: სპორტი | დაამატა: gio-94
ნანახია: 945 | რამოტვირთვები: 110 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

4  2011-05-28 4:48 PM                                                 
ცოლი არა მაგრამ რუსი მოდელი კი ყავს შეყვარებულად.... :D:D:D
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31