მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

ხუთშაბათი, 2024-04-25
მთავარი » ფაილები » სპორტი

cristiano ronaldo
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (56.1 Kb) ] 2011-05-20, 8:30 PM

კრიშტიანუ რონალდუ - პირველი ფეხბურთელია მადრიდის "რეალში", რომელმაც "ლა ლიგის" ზედიზედ გამართულ სამ შეხვედრაში მეტოქის კარის აღება 9-ჯერ შეძლო. აქამდე ეს რეკორდი მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ მოთამაშეებს, ალფრედო დი სტეფანოსა და ბარინაგას ეკუთვნოდათ. მათ თავის დროზე ზედიზედ სამ შეხვედრაში 8 გოლის გატანა შეძლეს.
რონალდუმ "სევილიასთან" პოკერის, "ხეტაფესთან" ჰეთ-ტრიკის, ხოლო "ვილიარეალთან" - დუბლის გაფორმება შეძლო. აქამდე არცერთ მადრიდისტას "ლა ლიგაში" გამართულ ზედიზედ სამ შეხვედრაში 9 გოლი არ ჰქონდა გატანილი. რონალდუმ დი სტეფანოსა და ბარინაგას მაჩვენებლის გაუმჯობესება მოახერხა. 1960/61 წლებში ალფრედო დი სტეფანომ 20-ე ტურიდან 22-ე ტურის ჩათვლით, სამ შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა, ხოლო 1944/45 წლებში ბარინაგამ 24-ე ტურიდან 26-ე ტურის ჩათვლით იმდენივეჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
რონალდუს მორიგი რეკორდი
59 წლის მანძილზე "ლა ლიგაში" ის, რაც რონალდუმ შეძლო არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. ესპანეთის ჩემპიონატის შექმნიდან დღემდე არცერთ მოთამაშეს ზედიზედ ჩატარებულ სამ შეხვედრაში 9 გოლზე მეტი არ გაუტანია. აღსანიშნავია ისიც, რომ "ვილიარეალის" კარში გატანილი ორი გოლის წყალობით, პორტუგალიელმა "სევილიას" მოთამაშე კამპანალს (1940/41), "ვალენსიას" ფეხბურთელ მუნდოს (1942/43) და კატალონიელ კუბალას (1951/52) დაეწია.
რონალდუს მორიგი რეკორდი
"ლა ლიგაში" გატანილი 38 გოლის წყალობით, რონალდუს საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს, რათა "ოქროს ბუცის" ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლოს, 1996/97 წლებში შექმნილი ახალი სისტემის თანახმად. ამ სისტემის გათვალისწინებით - ესპანეთის, გერმანიის, ინგლისის, იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში გასული თითოეულის გოლის კოეფიციენტი 2 ქულით ფასდება. ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, შოტლანდიის, საბერძნეთის, ჰოლანდიის, ისრაელის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, რუსეთის, სერბეთის, შვეიცარიის, თურქეთის და უკრაინის ჩემპიონატებში გასული გოლის კოეფიციენტი ერთ ქულას უდრის. სავარაუდოდ, რონალდუ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი რიგით მეორე მადრიდისტა, უგო სანჩესის შემდეგ. ლეგენდარულმა მოთამაშემ 1989/90 წლებში 38 გოლის გატანა მოახერხა.

კატეგორია: სპორტი | დაამატა: gio-94
ნანახია: 874 | რამოტვირთვები: 118 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2

2 apple_pie 2011-05-21 2:58 PM                                                 
ბარემ დაამრგვალოს და მეათეჯერაც აიღოს smile smile
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31