მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

ხუთშაბათი, 2024-04-25
მთავარი » ფაილები » სპორტი

ანა ტატიშვილი
2011-07-08, 11:08 PM
აპრილის მონაცემები:


21 წლის ანა
ტატიშვილმა (115), ვინც საქართველოს პირველი ჩოგანია მორიგ წარმატებას
მიაღწია - ჩარლსტონში, პრესტიჟულ Family Circle Cup-ზე, რომლის საპრიზო
ფონდი 721 ათასი დოლარია მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ანამ კვალიფიკაციაში
ვენესუელელ გაბრიელა პაზსა (479-ე ჩოგანი) და უკრაინელ ტატიანა ლუჟანსკას
(194-ე) აჯობა, ძირითად ბადეში კი ერთ დროს მსოფლიოს მე-4 ნომერ, ამჟამად
კი მსოფლიოს 64-ე ჩოგან ელენა დოკიჩს 7:5, 2:6, 6:4 მოუგო.

ამ
ეტაპზე ტატიშვილის მონაგარი 658 ქულაა. მან ჩარლსტონის ტურნირის მე-2
რაუნდში გასვლით 40 ქულა გამოიმუშავა, საინტერესო, რომ WTA-ს რეიტინგში
მე-100 ადგილზე მყოფი ფრანგი ვირჟინი რაზანოს აქტივში სწორედ 658 ქულაა.

სხვა
ჩოგბურთელთა მონაცემების ცვლილების ფონზე, შესაძლოა, ქართველმა
ჩოგბურთელმა ასეულში ახლავე ვერ შეაღწიოს, თუმცა, მომავალ რეიტინგში რომ
მიზანთან ძალიან ახლოს იქნება, ფაქტია.

უკვე ცნობილია, რომ Family
Circle Cup-ის მე-2 წრეში ტატიშვილის მეტოქე რუსი ჩოგბურთელი მარია
კირილენკო იქნება, რომელმაც აშშ-ს სახელით მოთამაშე ვარვარა ლეპჩენკოს 6:4,
6:0 სძლია. ტატიშვილის რეიტინგში 28-ე ადგილზე მყოფ (2008 წლის ივლისში
მე-18 გახლდათ) 24 წლის მოსკოველს კარიერაში პირველად ეთამაშება.
კირილენკოს დამარცხების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი 60 სარეიტინგო
ქულას მიიღებს.



ივლისის მონაცემები:
ქართველი ჩოგბურთელი
ანა ტატიშვილი მსოფლიოს ას საუკეთესო ჩოგბურთელს შორის
მოხვდა. ტატიშვილმა „უიმბლდონის" ტურნირის მეორე წრეში გასვლითა და კუნეოს
ტურნირის მოგების შემდეგ რეიტინგში 34 ადგილით აინაცვალ და 118-დან 84-ე
პოზიციაზე დამკვიდრდა. ეს 21 წლის ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგია მისი
კარიერის განმავლობაში. ტატიშვილი 83-ე ჩოგან, სორანა კირსტეას 6 ქულით
ჩამორჩება.


ტატიშვილი რეიტინგში პოზიციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ბაშტადის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 220 000 ამერიკული დოლარი) შეეცდება.

ტატიშვილი
ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს და პირველ შეხვედრას ხვალ, 5
ივლისს მსოფლიოს 53-ე ჩოგან პოლინა ჰერცოგთან გამართავს. ტურნირზე პირველ
ნომრად მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაკია განთესილი.


P.S
როგორც ტელევიზიიდან შევიტყვე ანა მართლაც 100ეულშია რაც ძალიან გამიხარდა და იმედი მაქვს უფრო წინ და წინ წავა მისი კარიერა გადავწყვიტე ეს ნიუსი დამედო და გამეხარებინეთ რომ გვყავს კარგი ჩოგბურთელები უბრალოდ უმეტესობას მათზე ინფორმაცია არ მოგვეწოდება.ამის შემდეგ თუ რამეს შევიტყობ ანას მიღწევებზე თქვენც შეგატყობინებთ :)


ანა ტატიშვილი
:










კატეგორია: სპორტი | დაამატა: apple_pie
ნანახია: 1302 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

3 apple_pie 2011-07-10 10:00 PM                                                 
mecc :DDD
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31