მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

ხუთშაბათი, 2024-04-25
მთავარი » ფაილები » სხვა

სკოლა - 12 წლიანი ''სროკი'' ?
2011-05-08, 2:31 AM


გავიხსენოთ ნოდარ დუმბაძის მიერ აღწერილი სიტუაცია

კლასში და შევადაროთ ის დღევანდელ რეალობას...

ჩიგოვიძე!
-ვარ მასწავლებელო!
-კალანდაძე!
-აგერ ვარ მასწავლებელო!
-სიხარულიძე!
-ავად გახდა, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტრაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში.
-მთელი კლასი ვერ გაყევით ? იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.
-ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ მივყვებოდით.

მგონი დღესაც ასე იწყება სკოლაში გაკვეთილი. კითხულობენ სიას მაგრამ ასეთი პასუხი ძალიან იშვიათია. მოსწავლეების უმრავლესობას ერთი სიტვის გამეტება ეზარება, ზოგი კი ერთი სიტყვის თქმით - ''ვარ'' კმაყოფილდება...

-ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე! ყვირის მასწავლებელი და ხელს მაგიდზაე ურტყავს.
-აქ ვარ, პატივცემულო მასწავებელო!
-მასეთი ყოფნა და არ ყოფნა ერთი და იგივეა !
-ყოფნა არყოფნა, საკითხვაიც აი ეს არის! - ამბობს რომული პათეტიკურად.

დღეს მოსწავლის ყოფნა-არყოფნა უკანა მერხზე ჯდომით და ტელეფონზე თამაშით განისაზღვრება .

-რომული კალანდაძე, გაბრძანდი გარეთ!
-სიცივეა მასწავლებელო !
-გაეთრიე გარეთ - მხარს ვუჭერ მასავლებელს.
რომული გადის

აი ეს კი ნაცნობი სიტუაციაა. ალბათ ყველას გვეყოლება კლასელი, რომელიც გაკვეთილზების უმრავლესობას კარებთან ატუზული ატარებს. ახლა ბავშვების უმრავლესობა მასწავლებელს ამ საკითხში არ ეწინააღმდეგება, არც სიცივეს უჩივის და უმეტეს შემთხვევაში მომღიმარი სახით ტოვებს საკლასო ოთახს.

მე კი უბედურება მატყდება თავს.
-რა გვქონდა გაკვეთილად ვაშალომიძე ?
-სოლვეის ხერხით სოდის მიღება!
-აბა გამოდი დაფასთან !

აბა გამოდი დაფასთან - ყველა დროის ყველაზე საშინელი სიტყვები. რომელსაც ჩვენი თაობა ''აი სად დამერხათი'' მოიხსენიებს. დაფასთან უმრავლესობა მეგობრისგან კარნახს ელის. ''ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო''

მათემატიკის მასწავლებელი :
''ვაშალომიძე ჩემთვის ასუცნობიანი განტოლებაა და სანამ მასში ადამიანს ამოვიცნობ, ალბათ სულ ამომხდის!''

დღევანელი მოზარდის ლოგიკა : რაში მჭირდება მათემატიკა, როდესაც არსებობს კალკულატორი ?!

ფიზიკის მასწავლებელი :
''არ არსებობს ბუნებაში ენერგია. რომელსაც შეეძლოს ვაშალომიძის მოძრაობაში მოყვანა. ეს არის სითხეში ჩაშვებული სხეული. რომელზედაც არ მოქმედებს არავითარი ამომგდები ძალა''

ქიმიის მასწავლებელი ;
''არავითარი რეაქცია, ზის და მთელი დღე მშლის. იგი რაღაც განსაკუთრებული ლაკმუსია, რომელზედაც არაფერი არ მოქმედებს, იგი არასოდეს წითლდება''

რუსულის მასწავლებელი :
''по моему он просто идиот ''

გეოგრაფიის მასწავლებელი :
''ვაშალომიძეს აქვს ერთობ რელიეფური ცოდნა. იგი ან შექანებულია, ან გამოფიტული. ვფიქრობ, მას სჭირდება ზომიერი სარტყელი, რომ სიგრძედი დ განედი ერთი ჰქონდეს.''

ისტორიის მასწავლებელი :
''იგი უფრო ქვის ხანის ადამიანის, ვიდრე მეოცე საუკუნის ცივილიზირებული მოქალაქე. ძნელია დავათარიღოთ მომენტი, როდესაც იგი გაკვეთილზე წყნარად ზის. არავითარი პროგრესი, იგი არცხვენს საკუთარ კლასს''

ნაცნობი სიტუაციები

-მას რვეული სახლში დამრჩა !
-რატომ თავი არ დაგრჩა ?!

-რატომ არ უსმენ ?
-როგორ არ ვუსმენ მას
-აბა გაიმეორე !

რა ჯობია იმ შეგრძნებას, რომელსაც გრძნობ მაშინ, როდესაც ზარი ირეკება და 5 წუთიანი თავისუფლება გაქვს. ამ დროს კი მასწავლებეი გეუბნება
-მოგეცი ადგომის უფლება ? ზარი ირეკება ჩემთვის და არა თქვენთვის !









კატეგორია: სხვა | დაამატა: nini_selly
ნანახია: 883 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

4  2011-05-11 7:27 PM                                                 
namdvilad kargad daakopiret chemi news angelidan ! wkaro mainc miutitet ra usindodsobaa !!!!
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31