მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

პარასკევი, 2024-04-19
მთავარი » ფაილები » სხვა

just facts
2011-04-30, 4:02 PM

1.დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ტომი „მატამი" ფეხბურთს თამაშობს ადამიანის თავით.
2. ადრე, ავსტრალიური 50 ცენტიანი შეიცავდა 2 დოლარის ღირებულების ვერცხლს.
3. მონაკოს ნაციონალური ორკესტრში უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე მათ არმიაში.
4. სიენაში,იტალიაში აკრძალულია იყო მეძავი თუ მარია გქვია.
5. ძველ რომში,კაცები ფიცის დადების დროს, ხელს სასქესო ორგანოზე იდებდნენ.
6.ლას-ვეგასის კაზინოებში არ არის საათები.
7.იტალიაში უფრო მეტი თოჯინა ბარბია,ვიდრე კანადელები კანადაში.
8. როდესაც ევროპელებმა პირველლად ნახეს ჟირაფი მას დაარქვეს "აქლემოპარდი’ მათ ჩათვალეს, რომ ჟირაფი ლეოპარდისა და აქლემის ჰიბრიდი იყო.
9. სპილო არის ერთადერთი ცხოველი 4 მუხლით.
10.ტოკიოს ზოოპარკი წელიწადში ერთხელ იკეტება 2 თვით,რათა ცხოველებმა მნახველებისგან დაისვენონ.
11. მიუხედავად იმისა,რომ აქლემს აქვს კუზი ან 2 კუზი მისი ხერხემალი სწორია.
12. გორილებზე მოქმედებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.
13. პარფიუმერიას ქართულად „ინანთეული" ჰქვია .
14. ინდიელებს წვერი არ ეზრდებათ .
15. ხვლიკ პანგოლინს კუჭში აქვს კბილები .
16. დავით აღმაშენებელი თავის თავს „მესიის მახვილს" უწოდებდა .
17. ვარკეთილს ადრე ვერკეთილი ერქვა. იცოდით? მე არა smile
18. გამოცვლილ კანს ამერიკული ქამელეონი თვითონვე მიირთმევს. ოხ ეს ამერიკელები..
19. თუ გალაკტიონის „ლურჯა ცხენებს"ვერტიკალურად შუაზე გავყოფთ,თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე ლექსად წაიკითხბა.
აი ლექსი და მაინც გადავამოწმოთ:

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

20.ჭამის წინ სენეგალში მხოლოდ მარჯვენა ხელს იბანენ.
21. სიტყვა „მეტრო" იაპონურად 3 იეროგლიფით აღინიშნება: „ქვევით", „მიწა" და „რკინა"
22. გრენლანდიილი ზვიგენი ბრმაა და მისი ხორცი მომწამვლელია. ეცადეთ არ ჭამოთ მისი ხორცი :DD
23. პორტუგალიაში ცუდი ამინდი სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია.
24. ხვლიკს არ შეუძლია დიდხანს სირბილი,რადგან იგი ამ დროს ვერ სუნთქავს.

კატეგორია: სხვა | დაამატა: nini_selly
ნანახია: 1028 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]