მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

ოთხშაბათი, 2024-04-24
მთავარი » ფაილები » სხვა

გუგლის პასუხი ფეისბუქს ანუ +1
2011-05-28, 3:09 PM

გუგლის პასუხი ფეისბუქს ანუ +1


ალბათ ყველა კარგად იცნობთ და არა ერთხელ შეხვედრიხართ ფეისბუქის "like” ღილაკს, რომელიც უკვე მთელ ინტერნეტსივრცეს მოედო.
ინტერნეტ-გიგანტმა გუგლმა კი მას პასუხი მოუმზადა, ღილაკი სახელად +1, რომელსაც ჯერ მხოლოდ თავისი ნებით ჩართული ადამიანები ხედავენ, მალე კი ყველა დაინახავს, ძებნის შედეგის თავზე.
მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება "დააპლიუსერთოს”, ალბათ მალე ასეთი ტერმინიც გამოჩნდება, საიტი და ამ ქმედებით საიტის რეკომენდაცია გაუწიოს მეგობარს, რომელიც იმავე ინფორმაციის ძებნისას პირველად სწორედ მეგობრის დაპლიუსერთებულ საიტს იხილავს.
Google-ში ამას "საზოგადოებრივი გამართლების(ნდობის) ნიშანს უწოდებენ” და ასეცაა, რა თქმა უნდა მე უპირატესობას მივანიჭებ იმ რესტორანს რომელშიც ჩემი მეგობარი არის ნამყოფი და რომელიც მას მოეწონა.

 

როგორც ჩანს გუგლი სულ უფრო და უფრო იჭრება სოციალურ ძებნაში, შარშან შემოგვთავაზა ძებნა ტვიტების მიხედვით, წელს+1 საინტერესოა რა იქნება შემდეგი?
გარდა ძებნისა, გუგლი სულ მალე საიტების მფლობელებს შესთავაზებს +1 ღილაკის დაყენებას საიტებზე და კონტენტის დაპლიუსერთებას საიტის დატოვების გარეშე, ხოლო უფრო მეტად დაპლიუსერთებული საიტის რანკის მაღალი იქნება. სწორედ აქ დაერხევათ "კონტენტ ფარმებს” ანუ საიტებს რომლებზედაც არის უამრავი keyword და არანაირი ინფორმაცია.
კიდევ შესაძლებელი იქნება რეკლამის დაპლიუსერთება ანუ რეკლამას დაემატება შემდეგი ფრაზა "რეკომენდირებულია მეგობრები მიერ”.
აი ვიდეოც რომელიც ტრადიციისამებრ ყველაფერი ანიმაციის გზით გაჩვენებთ.

კატეგორია: სხვა | დაამატა: nini_selly
ნანახია: 756 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

2 apple_pie 2011-05-28 11:12 PM                                                 
აჰჰჰა smile smile
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31