მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

პარასკევი, 2024-04-19
მთავარი » ფაილები » სხვა

back to school
2011-08-25, 6:53 PM
პირველი თემა
ყველას გვიწევს სკოლაში დაბრუნება, მგონი უკვე დროა ვიფიქროთ სკოლის თვის შესაძენ ახალ ნივთებზე, თანაკლასელებზე და არ არის მოწყენილობის დრო!

მოდით ახლა იმაზე ვიფიქროთ თუ როგორ დავბრუნდეთ სკოლაში პრობლემებისა და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე


1. ახლავე დავიწყოთ მომზადება

ჩამოწერეთ იმ ნივთების სია რაც სკოლისთვის გჭირდებათ - რათა არ მოგიწიოთ ყველაფრის ყიდვა ბოლო მომენტში.
აქ უნდა ჩამოწეროთ ტანსაცმელი და რაც მთავარია საკანცელარიო ნივთები

2. ჩადექი რეჟიმში

რა თქმა უნდა შენ ახლა ბევრად გვიან დგები ვიდრე სკოლის პერიოდში, ამიტომ შენ გჭირდება ცოტათი მაინც ჩადგე რეჟიმში ამიტომ მე გირჩევთ, რომ ყოველ დილით დააყენოთ საათი და ათისკენ ადგეთ ხოლმე, ეს დაგეხმარებათ.

3. გავიმეოროთ განვლილი

ამ ზაფხულის განმავლობაში ზოგს გამრავლების ტაბულაც კი დაავიწყდა - არუშავს ყველას მოსდის ხოლმე ასე. ამიტომ დღეში 30 წუთი მაინც დაუთმე განვლილი მასალის გამეორებას, რადგან პირველ დღეებში კლასში სულელივით არ იჯდე, მასწავლებელი აუცილებლად შეამჩნევს რომ ზაფხულში იმუშავეთ და დაგიფასებთ ამას

4. შეცვალე!

მთელი ზაფხული გინდოდა რომ სკოლაში სრულიად ახალი იმიჯით მისულიყავი და სრულიად სხვანაირი ყოფილიყავი?! სწორედ ახლაა ამის დრო შენ შეგიძლა ახალი თმის ვარცხნილობა გაიკეთო ან სტილი შეიცვალო და საშემოდგომო შოპინგით გაახალისო გარდერობი. თუ თქვენ ცოტათი გახდომა გინდოდათ სულ რაღაც 3-5 კილო არ დაიშუროთ ძალები წინ მთელი აგვისტო გაქვთ. აუცილებლად იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და კარგი იქნება თუ ცოტა ხნით ტკბილეულს ძალიან მცირე რაოდენობით მიირთმევთ, ასევე ამოიღეთ ძეხვეული, ჭამეთ სალათები და ჯანსაღი პროდუქტები.

5. მეგობრები და მტრები

ყველა გოგოს ყავს სკოლაში მეგობრები და მტრები! აუცილებლად დაურეკე მეგობრებს და კითხე როგორ გაატარეს არდადეგები, როგორ დაისვენეს. ხოლო რაც შეეხება შენს მტრებს სკოლაში ნუ შეშინდები!- უბრალოდ ყოველ დღე გაუმეორე შენს თავს - რომ ვერავინ ვერ შეძლებს შენი განწყობის გაფუჭებას, ისინი არაფრით არიან შენზე უკეთესნი, შენ შენით ირჩევ მეგობრებს და ისინი ყველაზე ძვირფასია რაც გაგაჩნია. გახსოვდეს თინეიჯერების, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანების უმეტესობა ერთმანეთს საკუთარი ნაკლის დაფარვის მიზნით დასცინიან და კონკურენციის გამო ემტერებიან!


ესეც მეორე თემა

თინეიჯერებო, ყველა სკოლისა, შეერთდით! და წავიდააააა!..

ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ”აწევაზე”? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ”ასაწევად” მოემზადოს…

თინეიჯერების შემოსევაა…
რას ვიზამდით, სკოლა ჩვენს ნებაზე რომ შეგვაცვლევინონ?! აბა, წავიდა! ჩვენი არანორმალური სამყაროს გიჟური ოდისეა იწყებააა!!!
რაც ყველაზე საინტერესოა, სასურველია სკოლების "მოწყობაში” გოგონებზე აქტიურად ბიჭები მონაწილეობდნენ.

სკოლა (თუ საგიჟეთი?)
პირველ რიგში, სკოლა გადადის "გაძლიერებულ” სწავლებაზე – 10 წუთი სწავლა და 45 წუთი დასვენება; ჩამოიხსნება საკლასო ოთახების კარები, ზარი დიდი სიხარულით ჩაჰბარდება წარსულს, დასწრება იქნება თავისუფალი!.. ჟურნალები – მაკულატურაში, დაფები - შეშად!
ბავშვების პირველი იდეა იყო სკოლის ფასადის აჭრელება. აბა, წარმოიდგინეთ საღებავში ამოთხვრილი 500 გოგო-ბიჭი როგორ შესევიან დერეფნებს… ყველა სართულზე ბარი იქნება, თუმცა ბევრი ბჭობის შემდეგ სკოლას მაინც შეუნარჩუნეს ფუნქცია და ალკოჰოლურ სასმელს როგორღაც შეელივნენ.
გოგონების საღმა აზრმა იმარჯვა და კედლებზე უზარმაზარი სარკეები დამაგრდა, საკლასო ოთახებში კი ყველაზე დიდი საგიჟეთი დატრიალდა… კლასებში დაიყარა პუფები სკამების ნაცვლად, მერხების ნაცვლად კი პლაზმური დაფები, საკლასო ოთახებში განთავსდა "კოკა-კოლას” ავტომატები, ღორმუცელებმა ორჯერადი კვებაც "დააწესეს”, ბიჭებმა ამჯერად გოგონებზეც იზრუნეს და მათ ფიტნესკლუბის გახსნასაც დაჰპირდნენ…
რაც უნდა გასაკვირი იყოს, პრიორიტეტი სასკოლო ფორმა აღმოჩნდა(!). ”ნიჭიერთა და საზრიანთა ერთიანმა საბჭომ” დიზაინი თვითონვე მოიფიქრა: გოგონებს თეთრი ბლუზები და კუბოკრული ქვედაკაბები, ბიჭებს – ჯინსები და თეთრი პერანგები. წიგნების მაგივრად ლეპტოპები შემოიღეს… ცეკვის, ცურვისა და სხვა გასართობების მოყვარულმა თინეიჯერებმა, არც მეტი, არც ნაკლები, სკოლაში უზარმაზარი საცურაო აუზი დადგეს, აქ უკვე ისე ღრმად შეიჭრნენ როლებში, გადაწყვიტეს ჰიპ-ჰოპის სპეციალური დარბაზი მოეწყოთ უზარმაზარი სარკეებით. ასევე გადაწყდა დიდ დარბაზში უზარმაზარი დინამიკებისა და მონიტორების დამონტაჟება. "არასასწავლო” დღეებში წვეულებებისა და დისკოთეკების მოწყობა. მოკლედ, ასე ცეკვა-თამაშში გართული ჩემი მეგობარი თინეიჯერები ძლივს "გამოვაფხიზლეთ” და ფურცლები ავაცალეთ, სადაც მათი ფანტაზია სიგიჟის ზღვარს ასცდა… ერთს ამდენი ოცნებისგან თავიც კი ასტკივდა.
ეს არის ჩვენი გიჟური ოცნება – როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სკოლის შენობა. მოკლედ, თქვენ ფული თქვით და ჩვენ მერე გვიყურეთ. აბა, თავად განსაჯეთ, ასეთი სკოლიდან შატალოზე წამსვლელი არის ვინმე?
აქ სრულდება ჩვენი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე გიჟური ოდისეა ოცნების სამყაროში. ყველაზე უსიამოვნო კი ის აღმოჩნდა, ყველაფერ ამის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ, ტრადიციულ სკოლას დავუბრუნდით…

კატეგორია: სხვა | დაამატა: nini_selly
ნანახია: 1053 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

3  2013-09-11 3:26 PM                                                 
Yeah that's what I'm talking about bacy--nibe work!
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31