მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

სამშაბათი, 2024-04-23
მთავარი » ფაილები » news

selena gomez news-part2
2011-06-18, 11:16 PM
* ახალი ფოტო MMVA 2011-ის ფოტოსესიიდან 
MMVA 2011-ის ფოტოსესიიდან გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი ფოტო,სადაც სელენას უჭირავს ჯილდო, რომელიც გადაეცემა თითოეულ გამარჯვებულს. ჯილდოს აქვს ახალი დიზაინი. იგი დამზადებულია ალუმინის შენადნობისაგან და იწონის 10 კგ-ს. ასევე ჯილდოს აქვს ლოგოც, რომელზედაც აწერია Much.
 
 


* სელენა ჯეი ლენოს შოუში. 
გუშინ სელენა იმყოფებოდა ჯეი ლენოს ღამის შოუში.ვიდეოში კარგად ჩანს ჯიმ ქერი, რომელიც სელენას გვერდით უზის.მან ისაუბრა ”მონტე კარლოს” შესახებ,ასევე მის საყვარელ ფილმებზე, კიმ ქერის მონაწილეობით და დედამისთან ჯასტინის შეხვედრაზე.
 


* პერსონალური სურათები შოუდან 
 
 
* სელენა ღამის შოუს დასრულების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
გუშინ სელენა გომეზი The Tonight Show-ის შემდეგ, სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. ძალიან ცნობილმა, საიტმა TMZ-მ ეს ფაქტი საგულდაგულოდ შეისწავლა. ცნობილია, რომ სელენას შოუს მსვლელობისას თავს ცუდად გრძნობდა. ხოლო გადაცემის დასრულების შემდეგ გულისრევა და თავბრუსხვევა აწუხებდა. როგორც TMZ იტყობინება, მას მწვავე ტკივილები ჰქონდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს ლოს-ანჯელესის ჰოსპიტალში და ჩაუტარეს გამოკვლევები. 
ეს ამბავი როგორც კი მოედო ინტერნეტ-სიცვრცეს, დაისვა კითხვა ”რა სჭირს სელენა გომეზს?”. ყველაზე მეტი გამოხმაურება ბილიებერების მხრიდან მოჰყვა, რომლებსაც ეჭვი გაუჩნდათ, რომ სელენა ორსულადაა. TMZ-ს სტატიას მოჰყვა კომენტარების მთელი რიგი, იმის შესახებ რომ ჯასტინი მალე მამა გახდება. თვითერზე კი სელენატორები გააქტიურდნენ და მას გამოჯანმრთელებას უსურვებენ. ასევე ყველაზე განხილვად თემებში მოხვდა #getwellselena. ჯერ კიდევ უცნობია, რა მოუვიდა გომეზს.. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება.
 


* ინტერვიუ საიტ GlobalGrind-თან 
საიტმა GlobalGrind -მა ჩამოართვა ინტერვიუ სელენას, რომელმაც MTV-ზე წარადგინა Lupe Fiasco-სა და Trey Songz-ის დუეტი. პირველი შეკითხვა დაუსვეს ამ დუეტის შესახებ და თქვა :” მე ორივე ძალიან მიყვარს”. სელენამ ასევე აღნიშნა, რომ ის დიდი ფანია ნატალი პორტმანის:” მე მომწონს შავი გედი. ეს არის ძალიან კარგი ფილმი. მე ვფიქრობ, რომ ნატალიმ მართლა ბევრი იმუშავა ამისთვის”. ასევე არ იქნება გასაოცარი, რომ სელენას მსგავს როლში ვიხილოთ. სელენამ თავის ახალ ფიმზეც ისაუბრა:” ჩემი ფილმი ”მონტე კარლო” 1 ივლისს გამოვა. მე ვარ ძალიან ძალიან აღფრთოვანებული. შემდეგ მე მეწყება საზაფხულო ტური”. საიტმა სელენას დაუსვა კითხვ, თუ ვის წერს იგი ყველაზე ხშირად:” ჩემს ფანებს. მაგრამ არა ყველას”. შემდეგ კი დაუმატა:” მე ვკითხულობ თვითებს და ვაკომენტარებ მათ.ეს ძლაიან მაგარია”. 



* ჟურნალი ”ბილბოარდის” სკანები. 
18 ივნისს გამოვა ჟურნალი ”ბილბოარდის” ახალი ნომერი. თქვენ შეგიძიათ ნახოთ ნომრის ერთ-ერთი სკანი და ფოტოსესიიდან ახალი სურატი.
 
 


* ახალი სურათი იაპონიის ფოტოსესიიდან 


* ახალი სურათი MMVA 2011-ის ფოტოსესიიდან. 


* დემი ლოვატოს თვითი სელენაზე. 
სელენას ვარსკვლავები გამოჯანმრთელებას უსურვებენ. დემი ლოვატომაც მეგობარი არ დაივიწყა და დათვითა :” შენთვის ვლოცულობ მეგობარო... მიყვარხარ”.
 
პირველი კლიპი კინო Monte Carlo დან :))

 
 
 
 
 
 
 

Watch Video
* Dream Out Land-ის სცენის მიღმა კადრები 


* ვიდეო, ”მონტე კარლო”-ში სელენას მაკიაჟის შესახებ 


* ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალის სკანი 


* სელენა საავადმყოფოს ესტუმრა 
პაპარაცებმა სელენა საავადმყოფოში მიმავალი დააფიქსირეს.ჭორები ორსულობისა და 5 წლიანი კიბოს შესახებ უარყოფილია. ცუდად გახდომის მიზეზი კი საჭმლით მოწამვლაა.უცხოური წყაროების ცნობით, ის ბევრად უკეთ გრძნობს თავს. თუმცა, სურათებზე ის ძალიან დასუსტებული და ფერმკრთალი ჩანს.
 
 
 
 
 
კატეგორია: news | დაამატა: nini_selly
ნანახია: 1379 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]