მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

პარასკევი, 2024-04-19
მთავარი » ფაილები » news

news
2011-07-13, 11:03 PM



ლედი გაგა ფანტაზიისა და რეალობის ზღვარზეა
ლედი გაგა ფანტაზიისა და რეალობის ზღვარზეა


11 ივლისი 2011


”ხანდახან ზღვარს ვკარგავ რეალურსა და ჩემ სცენიურ სახეს შორის” - ამბობს ლედი გაგა ”V Magazine-თან” მიცემულ ინტერვიუში.

ექსცენტრიკული მომღერალი აცხადებს, რომ მისი სასცენო იმიჯი და რეალობა უკვე ერთი და იგივეა.
”ჩემი ახალ-ახალი პარიკები ისეთივე ბუნებრივი სხეულის ნაწილია ჩემთვის, როგორიც ჩემი საკუთარი თმა” - ამბობს გაგა.

მომღერალი სულაც არ უშინდება თავისი პირადი ცხოვრებისა და შექმნილი იმიჯის ერთმანეთში გადახლართვას.

”ხელოვნება
ფიქციაა! მე ყოველდღე ფანტაზიისა და რელობის ზღვარზე ვარსებობ!” - ასეთია
ლედი გაგას მოსაზრება საკუთარ ცხოვრებაზე, რომელსაც რთულია რა დაეთანხმო -
შემსრულებელი ხომ კარგა ხანია 24-საათიან რეჟიმში კამერებისა და
პაპარაცების ყურადღების ქვეშაა და თავისუფლად შეგვიძლია იმიჯის მსხვერპლიც
კი ვუწოდოთ.






ბიონსე - ჰიტპარადების რისხვა!
ბიონსე - ჰიტპარადების რისხვა!



ბიონსეს ალბომი ჯერ არ გამოსულა და ბრიტანული ჩარტის სათავეში უკვე მისი სახელი ჟღერს.
დივამ დისკი ”4” გაყიდვაში 24 ივნისს ჩაუშვა.

მისი მეოთხე სტუდიური ჩანაწერის პოპულარობა, რა თქმა უნდა, ”გლასტონბერის” ფესტივალს სრულიად დამსახურებულად უნდა მივაწეროთ.

გარდა ”გლასტონბერისა”, მომღერალმა კიდევ ორ მუსიკალურ ფესტივალზე შეასრულა, რითაც გაყიდვები ბევრად გაზარდა.

ბრიტანული
ჰიტპარადის სამეული კი ამჟამად ასე გამოიყურება - პირველ პოზიციაზე
ბიონსეა, მეორე ადგილს ადელი იკავეს ”21-ით”, ხოლო მესამეზე ლედი გაგაა
”Born This Way-თი”.


 






ტომ ფელტონმა მუსიკაში გადაინაცვლა
ტომ ფელტონმა მუსიკაში გადაინაცვლა

ტომ ფელტონი მხოლოდ მსახიობობას არ სჯერდება. ”ჰარი პოტერში” დრაკო მალფოის როლის შემსრულებელი ფელტონი რეპერობას აპირებს.

ადრინდელ ინტერვიუებში ის უკვე საუბრობდა მუსიკით გატაცებაზე და ამბობდა, რომ ბავშვობაში საეკლესიო ქოროში მღეროდა.
2010 წელს მან კონტრაქტი გააფორმა ხმისჩამწერ სტუდიასთან და ალბომის გამოშვებასაც გეგმავდა.

როგორც
ბრიტანული ტაბლოიდი ”The Sun” აცხადებს, ამჯერად ტომი საქმეს უფრო
სერიოზულად მიუდგება. ის ჰიპ-ჰოპ ჯგუფთან, N-Dubz-თან აპირებს
თანმშრომლობას.

ამ დროისათვის უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ფელტონის მუსიკალურ კარიერაზე არ ვრცელდება.

აი,
ჰარი პოტერზე გადაღებული ფილმების დასკვნითი, მერვე სერიის პრემიერა კი 5
ივლისს შედგება. მასში დრაკო მალფოის როლს კვლავ ტომი თამაშობს.

პოტერიანას დასრულების შემდეგ კი ის მუსიკალურ კარიერას, ალბათ, უფრო სერიოზულად მოეკიდება.

 






ტაქსისტმა თვითმკვლელობა სცადა
ტაქსისტმა თვითმკვლელობა სცადა


12 ივლისი 2011


ალბათ, ყველას გახსოვთ ფრანგული ფილმი ”ტაქსი”. ნამუშევარში მთავარი
როლის შემსრულებელი სამი ნასერი კი სულაც არ არის ისეთი საყვარელი, როგორიც
ერთი შეხედვით ჩანს.

სამი 16-თვიან ციხეს ვერ დაუძვრა.
ადამიანზე დანით  თავდასხმის შემდეგ მას სასამართლომ გამოსაცდელი ვადა
დაუნიშნა - თუკი 50 წლის ნასერი კანონს არ დაარღვევდა, ციხეს ასცდებოდა.
მაგრამ ის კანის ფესტივალზე პოლიციამ სამჯერ დააკავა და, შესაბამისად,
გისოსებსმიღმაც აღმოჩნდა.

სამიმ, ეტყობა, დაპატიმრება ვერ აიტნა და
თვითმკვლელობა სცადა. ამის გამო მსახიობი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
გადაიყვანეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გაივლის.

მისი მეგობარი
გოგონა ყველაფერს ციხის მცველების საშინელ საქციელებს აბრალებს, თუმცა,
საეჭვოა ნასერი ვინმეს ცუდად ქცევას ისე გაეკვირვებინა, რომ
თვითმკვლელობამდე მისულიყო.



 






რიანა კინაღამ ხანძარს ემსხვერპლა
რიანა კინაღამ ხანძარს ემსხვერპლა


12 ივლისი 2011


რიანა სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
23 წლის მომღერალი დალასში კონცერტს მართავდა. ამ დროს სცენის მარჯვენა ნაწილს ცეცხლი მოედო და მთლიანად ჩაინგრა.

ამ
ინციდენტის გამო შემსრულებელს შოუს დატოვება მოუწია. შემდეგ კი ”ტვიტერზე”
განაცხადა, რომ ძალიანაა ნაწყენი კონცერტის ჩაშლის გამო და აუცილებლად
დაუბრუნდება დალასელ თაყვანისმცემლებს.

საბედნიეროდ, ხანძრისას
არავინ დაშავებულა. მისი გაჩენის მიზეზად კი ის პიროტექნიკა დასახელდა,
რომელიც შემსრულებელმა მრავლად მოიმარაგა, რათა ცეცხლოვანი  შოუ დაედგა.

პრინციპში, შოუს დადგმა კი გამოუვიდა, მაგრამ ცოტა ზედმეტი მოუვიდა.






კატეგორია: news | დაამატა: apple_pie
ნანახია: 984 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]