მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

პარასკევი, 2024-03-29
მთავარი » ფაილები » love

BFF
2011-05-15, 2:36 PM

☆ ნამდვილი მეგობარი არასოდეს გეტყვის ცუდს ყოველთვის გაგფრთხილდება ისე როგორც საკუთარ სულს,მეგობრობის გემო, ნუგეში, მისი უმაღლესი პრივილეგია სწორედ ისაა, რომ არაფრის ახსნა გჭირდება მასთან. ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორი ადამიანის ჩამოვარდნილ დუმილს სიმყუდროვეს უქმნის. დუმილი მეგობრებს შორის ნამდვილ საუბარს წარმოშობს, სადაც სათქმელი კი არ ფასობს, არამედ ის, რომ თქმა არ გჭირდება.
☆ ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ მეგობრობის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ. მეგობრები ახალგამომცხვარი ნამცხვრის თეფშით ქუჩაში გადმორბიან და მეგობრებს ხვდებინ,. მეგობრები შენთვის ნათქვამ მწარე სიტყვას თავს უშვერენ. მეგობრები ვაშლით სავსე კალათას ზღურბლთან ტოვებენ. მეგობრები თოვს შენი კარის წინაც წმენდენ. მეგობრებს არად უღირთ გამარჯვება, თუ შენ მარცხდები. მეგობრები შენს სულს უვლიან. მეგობრებს ვერასდროს ვერავინ შეცვლის. მეგობარმა იცის, როგორ მოისმინოს რაოდენობრივად შენი სიტყვები, და მერე ხარისხობრივად გიპასუხოს.
☆ ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ . .
☆ ერთგული მეგობარი დასცინის თქვენ ხუმრობებს როცა ისინი არც ისე კარგია, და პატივს სცემს თვენ პრობლემებს,როცა ის არც თუ ისე ცუდია
☆ მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში !!!

მარადიულია, კი მეგობრობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელია. ზოგჯერ ცხელ გულზე ადამიანს რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, ისინი შორდებიან ადამინებს, რომეთაც ასე თუ ისე დიდი ადგილი ეკავათ მათ ცხოვრებაზე, სამწუხაროდ მეგობრის რეალური მეგობრის შეძენა ძალიან ძნელია, დაკარგვა კი ადვილი..
ადამიანს მიტევება უნდა შეეძლოს, მათ უნდა შეძლოთ ერთმანეთის დაფასება და გაფრთხილება, ქვეყნად უშეცდომო არავინაა, უბრალოდ ზოგჯერ მათ შეცდომები ჩანს ზოგჯერ კი არაა..
ნუ ჩაიდენ ყველაზე დიდ შეცდომას შენ ცოხვრებაში და ნუ დაკარგავ მეგობარს, ადამინს რომელთან ერთადაც უნდა გაიზიარო შენი ცხოვრება, ბედნიერი და უბედური მომენტები, უნდა გაიზიარო შენი გრძნობები და ცხოვრებას იმედის თვალით შეხედო


მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ როცა სიტყვები გავიწყდება ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს გაქცევენ !
ჩემს წინ ნუ წახვალ, შეიძლება მე ვერ გამოგყვე უკან, უკან ნუ გამომყვები შეიძლება მე ვერ გავხდე წინამძღვარი, იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი…
მამაჩემი ამბობდა შენ ნამდვილად გიცხოვრია თუ შენ სიკვდილამდე გყავს ხუთი ნამდვილი მეგობარი მაინც !!!
სამეგობრო არის ოჯახი, რომელსაც შენ თვითონ ირჩევ!


როცა მეგობარს კარგავ..!
► როცა მეგობარს კარგავ, მასთან ერთად შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს ემშვიდობები
► როცა მეგობარს კარგავ, შენი ცხოვრება აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე
► როცა მეგობარს კარგავ, შენ ხვდები, თუ რაოდენ საჭირო პიროვნებაზე თქვი უარი
► როცა მეგობარს კარგავ, გახსენდება განვლილი დრო, ტკბილი წამები და ცრემლი მოგდის
► როცა მეგობარს კარგავ, მხოლოდ ამის შემდეგ აცნობიერებ, რაოდენ გვყარებია ის
► როცა მეგობარს კარგავ, სწორედ მაშინ ხვდები, რომ ცხოვრებაში მასზე უკეთესო არვინ გყოლია
► როცა მეგობარს კარგავ, ფიქრობ მომავალზე და ხვდები, რომ შენი ცხოვრება შავ-თეთრი ხდება მის გარეშე
► როცა მეგობარს კარგავ, შენ სხეულის ნაწილს ემშვიდობები, რომელიც მუდამ შენ გვერდით იყო
► როცა მეგობარს კარგავ, შენი ცხოვრება აზრს კარგავს, ფიქრობ, რომ ცხოვრება დასრულდა
► როცა მეგობარს კარგავ, საკუთარ თავში იკეტები და არ გყავს მესაიდუმლე, რომელსაც ნებისმიერ თემაზე თამამად ელაპარაკები
► როცა მეგობარს კარგავ, შენი დამარცხება ადვილია, გვერდით აღარ გყავს ერთგული ადამიანი
► როცა მეგობარს კარგავ, მხოლოდ მაშინ ხვდები, თუ რაოდენ მშვენიერი გყავდეს მეგობარი, ადამინი, რომელიც განიცდის, როცა ტირი, ადამინი, რომელიც ბედნიერია, როცა იცინი, ადამიანი, რომელიც მუდამ შენ გვერდით არის ჭირშიც და ლხინშიც...
ნუ დაკარგავ მეგობარს...!


ერთ დღეს..!
► ერთ დღეს, შენ მიხვდები, რომ ერთად დაუვიწყარი წუთები გაატარეთ
► ერთ დღეს, შენ მიხვდები, რომ მის გარეშე შენმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა
► ერთ დღეს, შენ მიხვდები, რომ აღარ ხარ ისეთი ლაღი როგორც ადრე
► ერთ დღეს, შენ მიხვდები, რომ მასზე კარგი არვინ გყოლია
► ერთ დღეს, შენ ინანებ მის დაკარგვას
► ერთ დღეს, შენ გააცნობიერებ, რომ მასზე უკეთესო ქვეყნად არაფერია
► ერთ დღეს, გაიღიძებ და მიხვდები, რომ ის შენ გვერდით აღარაა,სწორედ ამ დროს ინანებ, რომ შენ ის დაკარგე
► ერთ დღეს, შენ გააცნობიერებ, რომ შენმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა
► ერთ დღეს, შენ მიხვდები დაშვებულ შეცდომებს და მას პატიებას თხოვ
► ერთ დღეს, როცა უკვე ყველფერი დასრულებული იქნება, შენ ნახავ, რომ დაკარგე კარგი და შეიძინე ცუდი


"საუკეთესო რამ, რაც მეგობრისთვის შეგიძლია გააკეთო, ეს არის იყო მისი მეგობარი"
P.S.არ იფიქროთ, იმას ვიძახი, რომ მე თვითონ იდეალური მეგობარი ვარ, მეც ბევრჯერ დამიშავებია მეგობართან!
ifunmedia.net

ორი საუკეთესო მეგობრის კონტრაქტი
*პირობას ვდებ მოვუსმინო საუკეთესო მეგობარს
(რაზეც არ უნდა იყოს საუბარი, ბიჭებზე, კოსმეტიკაზე ან სხვა სისულელეზე)
*პირობას ვდებ ვეკონტაქტო მეგობარს ძალიან ხშირად
*პირობას ვდებ იყო მეგობრის გვერდით, როცა მას ვჭირდები
*პირობას ვდებ ვიყო მუდამ გულწრფელი მასთან
*პირობას ვდებ არასდროს დავუმალო რამე
(თუ რა თქმა უნდა სურპრიზ- წვეულებას არ ვუწყობ  ) 
*პირობას ვდებ დავეხმარო მეგობარს გახდეს უკეთესი პიროვნება
*პირობას ვდებ გადავდო ყველა პირადი საქმე როდესაც მეგობარს ვჭირდები
*პირობას ვდებ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნება პირველი, ვინც გაიგებს ჩემზე ყველაფერ ახალს
*პირობას ვდებ გავიცინო მეგობართან ერთად და არა მეგობარზე
(თუ რა თქმა უნდა თვითონ არ გააკეთებს რამე სულელურს და სასაცილოს :D)
*პირობას ვდებ არაფერი გავაკეთო ისეთი რომ დავანგრიო ჩვენი მეგობრობა
*პირობას ვდებ არასდროს შემიყვარდეს ჩემი საუკეთესო მეგობარი.
 არასდროს! 
(გოგონებისთვის ბიჭი მეგობარი და პირიქით)
თუ რომელიმე წევრი დაარღვევს კონტრაქტს დაისჯება მძიმედ! სასურველია მეგობრობის აღდგენის სურვილი თავად დასჯილმა გამოთქვას (მაგ: მეგობართან დალაპარაკებით)
მე ვეთანხმები ჩამოთვლილ პირობებს
             ______________                                                       _____________     
              ხელმომწერი 1                                                         ხელმომწერი 2


კატეგორია: love | დაამატა: nini_selly
ნანახია: 1521 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8

8  2011-05-18 12:47 PM                                                 
jer waikitxe chemi komentari bolomde ar mqonda wakitxulitqooooo:p
ჩეთი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
free counters
კალენდარი
პროფილი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ უპასუხა: 98
კონტაქტი ადმინთან
Skype: ninivenjo
E-mail: nini7selly@yahoo.com
Facebook: nini venjelashvili
88x31
მეგობარი საიტები
88x31