მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

სამშაბათი, 2024-04-23
მთავარი » ფაილები » news

ჯენიფერ ენისტონს
2011-07-08, 11:34 PM

1.ბრედ
პიტის ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ ენისტონმა ახალი რომანი წამოიწყო.
ენისტონის რჩეული მსახიობი ჯასტინ ტერუ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით,
წყვილმა დასვენების დღეები ერთად გაატარა. აღსანიშნავია, რომ ენისტონს არ
უყვარს, როცა პუბლიკა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ოფიციალურ
განცხადებამდე იგებს.



რამდენიმე დღის წინ ,
ჯასტინი ჯენიფერის სახლში შეამჩნიეს. წყვილი ბევერლი–ჰილზის ერთ–ერთ
სასტუმროში გაემართა, სადაც რომანტიულ გარემოში ივახშმეს. ამასთანავე,
მსახიობმა დახურული საღამო მოაწყო უახლოესი მეგობრებისთვის და თავისი
რჩეულისთვის.



არც თუ ისე დიდი ხნის
წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენისტონმა რენე ზელვეგერს საქმრო წაართვა.
ამბობდნენ, რომ ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ენისტონი კვლავ ერთად იყვნენ.
ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ენისტონი ერთად თამაშობენ ფილმში „დაპირება არ
ნიშნავს დაქორწინებას". იმ დროისთვის მსახიობები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი
უბრალოდ კარგი მეგობრები იყვნენ, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, კუპერმა
განაცხადა, რომ ენისტონი უყვარს.



სწორედ ეს მიზეზი გახდა
რენე ზელვეგერისა და ბრედლი კუპერის დაშორების მიზეზი. ზელვეგერმა მეგობარ
ბიჭს ულტიმატუმი წამოუყენა: თუ მსახიობი ბავშვის ყოლაზე არ დათანხდებოდა,
მაშინ მათი ურთიერთობა დასრულდებოდა. იმ დროისთვის, როცა რენე საქორწილო
გეგმებს აწყობდა, კუპერი ენისტონთან ურთიერთობით ერთობოდა. ახლა კი
გავრცელებული ინფორმაციით, ჯენიფერმა ახალი მეგობარი იპოვნა, კუპერი და
ზელვეგერი კი ერთმანეთს დააცილა.





2.ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის "დიდების ხეივანზე" ჯენიფერ ენისტონს ვარსკვლავი
გაუხსნეს. "ვერასდროს, ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვდგნედი, რომ
ცემენტში ჩავეფლობოდი", - იხუმრა ვარსკვლავზე ხელის ანაბეჭდის დატოვებისას
მსახიობმა.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე ჯენიფერს საყვარელი
მამაკაცი ჯასტინ ტერუ, მეგობარი ჩელსი ჰენდლერი და მსახიობი ჯეისონ
ბეიტმანი უმშვენებდნენ გვერდს.

ჯენიფერ ენისტონს პოპულარობა ტელესერიალ "მეგობრებში" რეიჩელ გრინის როლმა
მოუტანა, რომლისთვისაც მან "ემი" და "ოქროს გლობუსი" მიიღო. ენისტონის
ყველაზე წარმატებული ფილმი 2003 წელს გამოსული "ყოვლისშემძლე ბრუსი"
აღმოჩნდა.

ენისტონმა 2000 წელს ბრედ პიტზე იქორწინა. ხუთი წლის
შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. პრესა განქორწინების მიზეზად პიტისა და
ანჯელინა ჯოლის რომანს ასახელებდა.

წელს "დიდების ხეივანზე" კიდევ
ორი ათეული ახალი ვარსკვლავის გახსნაა დაგეგმილი, მათ შორის სკარლეტ
იოჰანოსნის, ქეით უინსლეტის, ვინ დიზელის, მალკოლმ მაკდაუელის,
"სიმსონების" შემქმნელ მეთ გრონინგის.








კატეგორია: news | დაამატა: apple_pie
ნანახია: 935 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]