მოგესალმები, Guest! რეგისტრაცია RSS

TeeNiNFo.Tk

ხუთშაბათი, 2024-04-25
მთავარი » ფაილები » ბიოგრაფიები

ke$ha
2011-05-01, 9:41 PM

ნამდვილი სახელი : კეშა როუზ სებერტი

დაიბადა : მარტი 1, 1987 (1987-03-01)ლოს ანჯელესი,კალიფორნია,

აშშ

წარმოშობის ადგილი: ნეშვილი,ტენესი,აშშ

ჟანრი/ები: ელექტრო პოპი, საცეკვაო პოპი

საქმიანობა/ები: მომღერალი, კომპოზიტორი

ინსტრუმენტი/ები: ვოკალი,გიტარა,ფორტეპიანო

ლეიბლი/ები: RCA

ვებგვერდი: www.keshasparty.com

სტუდიური ალბომებ:Animal

EP დისკები:Cannibal

ცხოვრების ადრეული წლები 


ამერიკელი მომღერალი კეშა როუზ სებერტი, 1987 წლის 1 მარტს ლოს ანჯელესში დაიბადა.იგი დედასთან კომპოზიტორ პიბ სებერტთან და უფროს ძმებთან – ლაგანთან და ლუისთან ერთად ცხოვრობდა. სებერტების ოჯახი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და 1991 წელს პიბიმ ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში,
ამერიკული ქანთრის სამშობლოში, თავის მშობლებთან საცხოვრებლად გადასვლა
გადაწყვიტა, სადაც გაიარა კიდეც კეშას ბავშვობამ. პიბი ადგილობრივი ხმის
ჩამწერი სტუდიების ხშირი სტუმარი იყო და მას მუდამ თან ახლდა კეშა, რომელიც
სკოლისგან თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სტუდიებში ატარებდა. სკოლაში კი
კეშა ყველასგან გამორჩეული იყო: იისფრად შეღებილი თმისა და უზარმაზარი,
მეწამული ფერის შარვლის ტარების გამო, კეშას ხშირად იძახებდა თავის
კაბინეტში დირექტორი შენიშვნის მისაცემად, ხოლო თანაკლასელები მასთან
ურთიერთობაზე უარს აცხადებდნენ, რადგან, ექსტრავაგანტური გარეგნობის
მომავალ ვარსკვლავს მარსიდან ჩამოფრენილად მიიჩნევდნენ.


17 წლის ასაკში კეშა დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, სადაც გაიცნო მუსიკოსები
და პრომოუტერები მაქს მარტინი და დრ. ლუკი, რომლებმაც მას თანამშრომლობა
შესთავაზეს. პოპულარობის გზაზე დამდგარ კეშას თავდაპირველად მრავალი
პრობლემა აწუხებდა, უპირველეს ყოვლისა კი, ეს იყო უბინაობა. დამწყები
მომღერალი ახალგაცნობილ მეგობრებთან ერთად პატარა ოთახს ქირაობდა ლოს ანჯელესის
გარეუბანში, საიდანაც ქირის გადაუხდელობის გამო ხშირად აგდებდნენ და კეშას
არაერთხელ აქვს ღამე გატარებული მეგობრების ავტომობილებში. ასევე, კეშას
ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა და მუსიკის წერისგან თავისუფალ დროს,
ძირითადად ღამით, ის ოფიციანტად მუშაობდა ერთ-ერთ სასადილოში, გარდა ამისა,
ტელემარკეტშიც უკეთებდა რეკლამას სხვადასხვა საქონელს, საიდანაც დამატებით
შემოსავალს იღებდა. კეშა ბევრს მუშაობდა სტუდიაში, წერდა სიმღერებს და
თანამშრომლობდა პროდიუსერებთან, მაგრამ მის მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ.
სხვათა შორის, პირველად კეშას სახელი მუსიკალურ სამყაროში მაშინ გაჟღერდა,
როდესაც დამწყები მუსიკოსი ვარსკვლავ პრინსის სახლში შეიპარა და მისთვის თავისი სიმღერების დისკის გადაცემა სცადა, მაგრამ „პრინცის" დაცვამ თინეიჯერი კეშა სახლიდან გამოაგდო.

 



გზა წარმატებისკენ 


2006 წელს კეშას
დაწერილი მუსიკა პირველად გამოჩნდა ამერიკულ ტელევიზიაში, სხვადასხვა
ტელეშოუებსა და სერიალებში. იმავე პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო
ავსტრალიური ჯგუფის – „ზი ვერონიქის" სინგლის შექმნაში, რომელიც პოპულარული
გახდა მწვანე კონტინენტზე. გარდა ამისა, კეშას ეკუთვნოდა ბექ-ვოკალი ბრიტნი სპირსის სიმღერაზე – „Lace and Leather", ხოლო პოპ-სცენის კიდევ ერთმა დამწყებმა ვარსკვლავმა, კეტი პერიმ, კეშა სულაც სათამაშოდ მიიწვია თავის კლიპში.[1] სიმღერას „I Kissed a Girl" წარმატება ხვდა წილად თინეიჯერებში, ხოლო მუსიკალურ სამყაროში ლაპარაკი დაიწყეს კეტი პერისა და კეშას არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. კეშამ და კეტიმ ერთმანეთი ლოს ანჯელესის
ერთ-ერთ კლუბში გაიცნეს და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები არიან. მათ
ახალისებთ ის ფაქტი, რომ ისინი ყველას ლესბოსელები ჰგონია. სხვათა შორის,
ერთ-ერთ ინტერვიუში კეშამ არ დამალა და განაცხადა, რომ მისთვის საუკეთესო
მეგობრები „ცისფერები" არიან, რადგან მათ არ იციან ღალატი და საიდუმლოს
შენახვაც ქალებზე უკეთ შეუძლიათ.


პირველი პოპულარობა კეშასთან მოვიდა რეპერ ფლოუ რაიდთან
ჩაწერილი სინგლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ გაწეული სამუშაოსთვის კეშამ
ანაზღაურების მიღებაზე უარი განაცხადა და რაიდს მხოლოდ ლეიბლის პატრონებთან
შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. 2009 წლის დასაწყისში კეშამ, როგორც იქნა, მიაღწია და გააფორმა კონტრაქტი „RCA Records–თან"
და იმავე წლის აგვისტოში შედგა მისი დებიუტი დიდ სცენაზე „ლოლაპალუზას"
ფესტივალზე, ხოლო ოქტომბერში მუსიკალურ მაღაზიებსა და რადიოებში კეშას
პირველი სინგლი – „Tik Tok", რომელმაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ააფეთქა ჩარტები, ჟურნალ „ბილბორდის" 2009„ტოპ-ასეულის" პირველ პოზიციაზე განთავსდა და ლიდერობიდან სიუზან ბოილი ჩამოაგდო.
წლის ბოლო, დეკემბრის ნაციონალურ ჩარტში


საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, კეშამ, რომლის სახელის ინგლისურ
ვარიანტში, ლათინური S-ის ნაცვლად დოლარის ნიშანი იწერება, გასაყიდად
პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით „Animal".
აღსანიშნავია, რომ სიმღერები ალბომისთვის შვიდი წლის განმავლობაში
იწერებოდა და, საბოლოოდ, დაახლოებით 200 კომპოზიციიდან, კეშამ პირველი
ალბომისთვის 14 საუკეთესო შეარჩია







 

ke$ha-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერები:

kesha-tik tok


kesha-take it off


kesha-your love is my drug


kesha-blah blah blah


kesha-We R Who We R



კატეგორია: ბიოგრაფიები | დაამატა: apple_pie
ნანახია: 920 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]